x
image
მწერალი
Mediator image
ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

imageვრცელდება შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ ყველა დანაყოფი, რომელთაც ევალებოდათ პრეზიდენტისა და იქ შეკრებილი ხალხის უსაფრთხოება, იყო მობილიზებული, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე სახის გართულება. იგი აცხადებს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იყვნენ შეკრებილი პოლიტპატიმრები, მათი ნათესავები და გულშემატკივრები, ასევე თავის ინტერვიუში ამბობს, რომ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დააზარალა, ცემა და აწამა გიგი უგულავას თანაპარტიელების ხელისუფლებამ. მან ასევე გააკეთა განცხადება იმ პირთან დაკავშირებით, ვინც დაარტყა ჩიორა თაქთაქიშვილს და თქვა, რომ არ აქვს აზრი იმით თავის მართლებას თითქოს თავი ვერ შეიკავა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაიკითხება ყველა ის პირი ვინც იყო ჩართული იმ მოვლენებში. ასევე ცნობილი ხდება, რომ ვინც თაქთაქიშვილს, ნასარიძესა და რატიანს დაარტყა ერთიდაიგივე პირია და იგი დაკავებულია. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ მათ ბევრი რისკი ჰქონდათ გათვალისწინებული თუმცა ისინი ვერ წარმოიდგენდნენ თუ ასეთი სახის პროვოკაციაზე წამოაგებდა ხალხს თბილისის მერი. შინაგან საქმეთა მინისტრი გამორიცხავს, რომ მას ექნება ავტონომიები სამინისტროში და ყველანაირად ეცდება აღარ განმეორდეს ანალოგიური ფაქტი.


იმედს ვიტოვებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეა და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება!

0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0