
მასალა 12 ულუფისთვის:
- 450 გ საფუარიანი ფენოვანი ცომი
- 300 გ მოხარშული ქათმის მკერდი
- 6 ცალი ლორიანი მდნარი ყველი (სამკუთხედი)
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი. ზოლებად დაჭერით წიწაკა. ხორცი დაკეპეთ. ყველის სამკუთხედები დაჭერით სამად, მაგარი ყველი კი გახეხეთ. ზეთისხილი მრგვლად დაჭერით.
გაბრტყელებული ცომი დააფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფენა-ფენა მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთის ხილი და გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-40 წუთით.