ეკონომიკა 2012 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები 2013, 10 თებერვალი, 21:00
გინდათ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა? მაშინ არ ღირს ტოკიოში გამგზავრება თუ "სქელი საფულე" არ გაქვთ. ტოკიო 1994 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს პირველ ადგილზეა "Mercer"-ის მიერ შედგენილ სიაზე დაყრდნობით სიძვირის მხრივ.
კომპანია "Mercer"-ი ყოველწლიურად ამოწმებს მსოფლიოს 214 ქალაქს საკვების, ტანსაცმლის, ტრანსპორტისა თუ სხვა მხრივ რათა გაარკვიოს რომელი ქალაქია ყველაზე ძვირი საცხოვრებლად. თავიდან შემოწმება ნიუ-იორკით იწყება და სხვა 213 ქვეყანაში გრძელდება. ეკონომიკური კრიზისის გამო წლევანდელი სია 2011 წლის სიისგან განსხვავებით ძალიან შეცვლილია. მეორე ადგილზე სიძვირის მხრივ გავიდა ლუანდა ანგოლაში, შემდეგი კი არის ყარაჩი პაკისტანში. მოსკოვი რჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად და ის ამ სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩრდილოეთ ამერიკის უმრავლესი ქალაქი ამ სიაში იმის გამო მოხდა რომ, აქ დოლარს სხვა ვალუტებთან კარგი ურთიერთობა აქვს. გამოკითხვის მიხედვითა აზიაში ამ სიაში 7-დან 10-მდე ადგილებს ინაწილებენ ჩინეთი, იაპონია და ახალი ზელანდია. ლონდონი ითვლება ყველაზე მდიდარ ქალაქად დიდ ბრიტანეთში და ის იკავებს 25 ადგილს ამ სიაში. 2011 წელს კი ლონდონი 18 ადგილზე იყო. ასევე პარიზი ის 10 ადგილით დაქვეითდა და 37 ნომერი მიიღო. თელ-ავივი ითვლება შუა-აღმოსავლეთის ყველაზე მდიდარ ქალაქად და ის 31 ადგილზე გავიდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აფრიკაშიც არის მდიდარი ქალაქები, ერთ-ერთი არის ლუანდა ანგოლაში და ის მეორე ადგილზე არის. 10 ყველაზე მდიდარი ქალაქი 2012 წელს : 1. ტოკიო, იაპონია. 2. ლუანდა, ანგოლა. 3. ოსაკა, იაპონია. 4. მოსკოვი, რუსეთი. 5. ჟენევა, შვეიცარია. 6. ციურიხი, შვეიცარია. 7. სინგაპური, სინგაპური. 8. ნჯამენა, ჩადი. 9. ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი. 10. ნაგოია, იაპონია. 558 3-ს მოსწონს
|