შოუბიზნესი რატომ მოიგონა ნანკა კალატოზიშვილმა ორსულობა? 2013, 11 თებერვალი, 0:14 ნანკა კალატოზიშვილი ერთ-ერთი ცნობილი მსახიობთაგანია. მასზე ბევრ ჭორს გაიგებთ, მაგრამ თვითონ ამ ყველაფერზე ნაკლებად რეაგირებს. ნანკა ყოველთვის თავისუფლად იქცევა, თავს არაფერში იზღუდავს. ის კალათბურთელ ირაკლი კედიასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ჯერ არ დაქორწინებულა. ნანკა ამბობს, ბეჭედდასმული ურთიერთობა არ მჭირდება მე და კედო ისეც ერთი პატარა ლამაზი ოჯახი ვართო. ნანკა გადაცემა "ფეისკონტროლის" თანაწამყვანი იყო. ერთ გადაცემაშიც გამოაცხადა, ორსულად ვარო. ამ ყველაფერზე კი უამრავი ჭორი აგორდა. თვითონ ნანკა კი ამ ყველაფერს ასე ხსნის: "ყველა მწერდა, რომ ძალიან ჩავპუტკუნდი. ჰოდა, ისევ რომ არ მოეწერათ, გასუქებული ხარო, ასეთი გამოსავალი მოვძებნე - თანაც, მცირე ხნის წინ ნინი ბადურაშვილს დაუწერეს ერთ-ერთ გაზეთში, რომ ოთხი თვის ორსულია. მეც გადავწყვიტე, ამ თემაზე მეხალისა და ვთქვი, იმიტომ გავსუქდი, რომ ორსულობის მეხუთე თვეში ვარ-მეთქი. რასაკვირველია, ვხუმრობდი. ბოლოს ხალხი ისე დავაბნიე, რომ მილოცავდნენ." ნანკას ენამ უყივლა და ახლა უკვე ნამდვილად ორსულადაა. თავდაპირველად ნანკას ორსულობაში ყველას ეჭვი ეპარებოდა ახლა კი ამაში ყველა დარწმუნდა. ნანკა, როგორც თვითონ უწოდებს, "მინი კედოზე" უკვე ზრუნავს, სიგარეტს აღარ ეწევა და კლუბურ ცხოვრებაზეც უარი თქვა. ორსულ ნანკას ყველა ანებივრებს და ეს ფაქტი ძალიან მოსწონს. ბავშვის სქესი ჯერ არ იცის, თუმცა ამას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი დედობა... 6618 12-ს მოსწონს
|