x
image
გაბილა
ფიქრი #1 ფიქრზე ფიქრი
ჩოხელს... გოდერძის, ჰყავს ერთი პერსონაჟი გამიხარდაი. თუმცა სახელის საპირისპიროდ ეს გამიხარდაი დარდებს აგროვებს, დარდების შემგროვებელია. დადის სოფელ-სოფელ, შარა-შარა და აგროვებს დარდებს.


”დარდი ¹8 _ გუდამაყრელი ბუთულაი: _ ცოლი გამექცა და სად წავიდა, არ ვიცი.”


image

”დარდი ¹421 _ გუდამაყრელი გამიხარდაი: _ მე მადარდებს ის, რომ წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა ჩანან.”


(ნაწილიანი)


ზოგს რა დარდი აქვს, ზოგს რა.

მე.. მე ფიქრების შემგროვებელი მინდა ვიყო, ოღონდ კაი კაი ფიქრების.. აი ისეთის, სანთლით საძებარს რომ ეძახიან.


მეც მაქვს ფიქრები, ბევრი. ეს #1 ფიქრია, რომ ფიქრის შემგროვებელი უნდა გავხდე.


კარგია ფიქრი თუ ცუდი ამას ცალსახად ვერავინ იტყვის, თუმცა ალბათ ფიქრს გააჩნია. ცუდი ფიქრებიც არის და კარგიც.. ორივე ფიქრია.


overthinkingისიც უნდა ითქვას, ზომიერების დაცვა რომაა საჭირო, თორემ ”overthinking" მგონი ბევრისთვის ნაცნობი მდგომარეობაა.


ფიქრზე რა შეიძლება იფიქრო? იგივე ჩოხელს აქვს ერთგან "ვისი გონებით გონივრობს გონი?"

ეს ცოტა ფილოსოფიური საკითხია ალბათ. ამიტომ ცოტა მარტივად მივუდგები (ყველაფერი გენიალური ხო მარტივია-ო).


ერლენდ ლუს "ნაივური სუპერი" ვისაც გადაგიკითხავთ, იქ არის მთავარი პერსონაჟი, რომელმაც არ იცის რა უნდა, თუმცა წარმოუდგენია როგორი უნდა იყოს, რა "თვისებების" მატარებელი უნდა იყოს ეს "რაღაც".image ამიტომაც, ვთქვათ ის, თუ როგორია, ეს ფიქრი რა თვისებები ახასიათებს.


* ფიქრებს შეუძლიათ გაჩენა და გაქრობა


* ხშირ შემთხვევაში დაუმორჩილებელია (თუმცა ძალების დაძაბვით შეიძლება მიმართო რაღაცისკენ - მოახდინო კონცენტრირება)


* ფიქრი იზომება (სიხშირეებით)


* გარკვეულ ფიქრებს შეუძლია მოფიქრალის ორგანიზმში გამოიწვიოს ცვლილებები (გულისცემა, პულსი, ადრენალინის გამოყოფა, ნერწყვის გამოყოფა) - ამისთვის ყველაზე ნათელი მაგაითი შეიძლება აქვე მოვიყვანოთ.



დახუჭე თვალები და წარმოიდგინე მწვანე, ახალმოწყვეტილი ლიმონი, წარმოიდგინე როგორი მჟავეა, როგორ სერავ დანით და აქერცილი კანიდან მოჟონავს ლიმნის წვენი და შენ ამ წვენს უსინჯავ გემოს :)

image
99% - შემთხვევაში პირის ღრუში დაიწყება ჭარბი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა.

გამოდის, აბსტრაქტულ ფიქრს მატერიალური შედეგების გამოწვევა შეუძლია, თუნდაც ჭარბად გამოყოფილი ნერწყვის სახით...


ბევრგან მომისმენია, ალბათ თქვენც, წარმატებული ადამიანი, წარუმატებლისგან მხოლოდ აზროვნების სტილით განსხვავდებაო. ასე მაგალითად:


*ერთი ხედავს შესაძლებლობებს - მაშინ როდესაც მეორე მხოლოდ წიღაბობებს ამჩნევს;


*ერთი პრობლემის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული - მეორე პრობლემის არსსა და მის სიმძიმეზე;


38 თუთიყუში

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს... თუმცა ვიდრე საუბარს გავაგრძელებდე უნდა ითქვას, რომ ფიქრი აზროვნებისგან განსხვავდება.


მმ... ერთი ფიქრი ფიქრია თუ აზროვნება? და.. ორი ფიქრი? ან იქნებ სამია საჭირო? :)

აზროვნება ფიქრის სტილია. მე ფიქრის შემგროვებელი ვარ და არა აზროვნების... თუმცა კარგ აზროვნებებსაც შევაგროვებ სიამოვნებით :)

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:გაბილა
გაბილა
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0