x
image
მარიონი
სად იმართება ქორწილები, ტრადიციები ჩვენთან და საზღვრებს გარეთ (ფოტოები)

imageალბათ, ნებისმიერი ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ახლობლის, მეგობრის ან ნათესავის ქორწილში. ბევრგან კარგადაც მოულხენია და დღემდე სასიამოვნო მოგონებები მოყჰვება, ბევრგან კი მოწყენილობისგან ჩანგლის კბილები დაუთვლია და მხოლოდ ცხელი ხაჭაპურით მიღებული სიამოვნება თუ შერჩა. ქართული ქორწილები მეტნაკლებად ვიცით. რა ხდება ამ მხრივ საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვა ქვეყნებში, ან სხვა კონტინენტზე? ევროპასა და ა.შშ.-ში ბევრი რამ მსგავსია, ბევრიც - განსხვავებული. ბოლო წლებში, ძირითადად ამერიკაში, წყვილები თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად და ოფიციალურად გასაფორმებლად მზიან მინდვრებს, ზღვის ქვიშიან სანაპიროს, ტბის მიმდებარე ტერიტორიებს, ძველ რანჩოებსა და დაუსახლებელ ადგილებს აკითხავენ.
გაშლილ სივრცეში გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა გაცილებით ადვილია. ბუნების სილამაზე თავისებურად მოქმედებს შეგრძნებებზე. შთამბეჭდავი გარემო უფრო ამაღლებს განწყობას. გარდა ამისა, ერთფეროვანი ოთახიდან მწავნე მინდორში გადანაცვლება ფოტოობიეტივისთვისაც ხელსაყრელია. ლამაზი ფოტოები ხომ ქორწილის განუყრელი ატრიბუტია.
რაც უფრო მდიდარია ადამიანის ფანტაზია, მით უფრო ადვილია გაილამაზოს ეს დღე, დაუვიწყარი გახადოს თავისთვისაც და იმ ადამიანებსითვისაც, რომლებიც მათი ბედნიერების გასაზიარებლად მოვიდნენ. ღია ცის ქვეშ ქორწილების გადახდა ჩვენთანაც დაიწყეს, უფრო სწორად, განაახლეს ოდნავი სახეცვლილებით, არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ 90-იან წლებში და უფრო ადრეც, ქორწილებს ეზოებსა და დიდ აივნებზე იხდიდნენ. საქართველოს ბევრ სოფელში ეს ჩვეულება დღემდე გრძლედება. საბანკეტო დარბაზების ბაზარი მრავალ პატარა სოფელში ჯერ კიდევ ასათვისებელია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფანტაზიასა და კარგ იდეას ყევლაფერი შუძლია. მთავარია, კარგად იცოდეთ როგორი გინდათ იყოს ეს დღე. თუ თავისუფალებისა და უშუალობის მოთხოვნილება გაქვთ და რესტორანში ნეფე-დედოფლისთვის განკუთვნილ პასაჟს შეელევით, უფრო ახლოს იქნებით სტუმრებთანაც და ერთმანეთთანაც. თუმცა, ზოგიერთი წყვილი რესტორნულ სივრცეში უკეთ გრძნობს თავს, საღამოს განათებასა და ლამაზად მორთულ დარბაზსაც თავისი ხიბლი აქვს.არც ბალახები და არც ქვიშა არ დაგისვრით და გაგიფუჭებთ კაბასა და ფეხსაცმელებს.ხშირად, ხომ სწორედ წვრილმანები განაპირობებენ ჩვენს განწყობასა და ემოციებს. მოკლედ, ყველაფერი ისევ გემოვნების ამბავია.
განწყობისთვის გთავაზობთ უცხოელი წყვილების ქორწილის ფოტოებს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






























0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0