შოუბიზნესი ვინ არის და რას საქმიანობს თათია სულუაშვილის ქმარი? (მათი ოჯახური ცხოვრება და ბევრი პირადი ფოტო) 2013, 9 თებერვალი, 20:09 მსახიობ თათია სულუაშვილს მთელი საქართველო იცნობს. ის "კომედი შოუს" მსახიობია და ბევრისთვის საყვარელ გმირს ანსახიერებს. პერსონაჟებისაგან განსხვავებით თათია უფრო ჩუმი და სერიოზულია. უკვე 4 წელია, რაც მას ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე ვასიკო შაბურიშვილია. ის პროფესსით ეკონომისტია. სამწუხაროდ პროფესიით არასდროს უმუშავია. ამჟამად ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს, დაცვის ოფიცერია. წყვილს ქალიშვილიც ჰყავს, ქეთო. გოგონა დედას ეკრანზე უფრო ხშირად ხედავს ვიდრე სახლში. ვასიკოს ძალიან მოსწონს თათიას საქმიანობა, ჯობდა ცოტა მეტი დრო ჰქონდესო, მაგრამ იმასაც ვეგუები, რომ შესაძლოა სახლში ღამის 4 საათზე დაბრუნდესო. ქმარი თათიას შენიშვნებსაც აძლევს. მსახიობი გვიამბობს: "მეუბნება, დღეს რა კარგი იყავი, მაგრამ აი, სკეტჩი უკეთესად გამოგივიდაო. ზოგჯერ იტყვის ხოლმე, აქ რა დედაკაცი ხარო და ა.შ. მის შენიშვნებზე ცოტა ვწითლდები და მრცხვენია. თუ ერთად ვუყურებთ, მაშინ უცებ სხვა არხზე გადავრთავ ხოლმე, ვითომ შემთხვევით ხელი დამეჭირა. ჩემი გმირი რომ აღარ იქნება ეკრანზე, მერე ისევ გადმოვრთავ". ქეთო ძალიან მხიარული და ბუტიაა. დილით როდესაც იღვიძებს მაშინვე "კომედი არხს" რთავს, აქ დედიკო მუშაობს და როცა გავიზრდები მეც იქ უნდა ვიმუშაოო. გოგონამ ზეპირად იცის თათიას გმირის ფრაზები. თათიას კიდევ უნდა მეორე შვილი ჰყავდეს, დაახლოებით ორ წელიწადში მინდა გავაჩინოო. ახლა წონაში მომატება არ მინდა და თან მინდა ქეთოც წამოიზარდოსო. ვასიკოს კი ძალიან უნდა გვარის გამგრძელებელი ჰყავდეს... ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1899 6-ს მოსწონს 2-ს არა
|