სიახლეები სიახლე ინტერნეტ-ავტომობილი Rinspeed Bamboo 2013, 9 თებერვალი, 12:49 ცოტახნის წინ ჟენევის ავტოსალონზე დიზაინერებმა წარმოადგინეს ავტო სიახლე - ინტერნეტ ავტომობილი Rinspeed Bamboo. მძღოლი რომელიც დაჯდება ამ ავტომობილის საჭესთან, შესაძლებლობა ექნება მგზავრობის გარდა ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში იმოგზაუროს და ეს ყველაფერი გააკეთოს ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ წელიწადნახევრარში დაიწყება მასობრივი წარმოება Renspeed Bamboo-სი.
1. მგზავრობის დაწყებამდე საჭიროა "აიპოდის" ან "სმარტფონის" შეერთება ავტომობილის სპეციალურ მოწყობილობაში.
2.ფირმის წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ მძღოლების უმრავლესობა შესაბამისად დააფასებენ მოხერხებულობას და კომფორტს ახალ ავტომობილში. მძღოლს შეეძლება საჭესთან ჯდომის დროს, ყურადღების გადატანის გარეშე, ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით შეამოწმოს ხმოვანი ფოსტა ან ზეპირად დაწეროს, დაუკავშირდეს მეგობრებს Facebook-ში ან უბრალოდ იპოვოს რაიმე ინფორმაცია ინტერნეტში.
3. Rinspeed Bamboo თავსებადია ყველა მოდელის "სმარტფონთან" და ინტერნეტ "პლანშეტებთან".
4. მგზავრობის დროს მძღოლს შეუძლია, იპოვოს ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით საყვარელი რადიო ტალღა. მწარმოებლებმა მძღოლის გარდა მგზავრებზეც იზრუნეს. ავტომობილს აქვს საკუთარი Wi-Fi. მისი მეშვეობით მგზავრებსაც შეუძლიათ ინტერნეტით სარგებლობა. 33 7-ს მოსწონს
|