x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სულ გამო-ფოტოშოპდნენ რუსები !
imageმოსკოვის ერთ-ერთი რაიონის თავკაცი ლეონიდ ბოგატირევი გენიალური გამოგონებისთვის თანამდებობიდან მოაშორეს.


ბოგატირევმა ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე თოვლი ფოტოშოპით გაწმინდა.

აი ასე, მარტივად და გენიალურად.


სამუშაოზე ფეხით მიმავალმა მოქალაქემ, ვინმე იური ურსუმ, ბილიკს სურათი გადაუღო, მისამართი მიაწერა და 29 იანვარს რაიონის უფროსობას ელფოსტით გაუგზავნა. ეს ადგილი გაწმინდეთ სანამ ვინმე აყირავებულაო.



სურათზე მარცხნივ, ფოტოშოპით გასუფთავებული ბილიკია, მარჯვნივ კი რაც სინამდვილეშია.


რაიონის ოფისუფროსები ალბათ არყი-რავებულები იყვნენ ბოგატირევის თამადობით და ასეთი რამ მოიფიქრეს: მავან მეფოტოშოპეს დაავალეს გზის გაწმენდა.


არც მეფოტოშოპე იქნებოდა ძაან ფხიზელი, ნამუშევარზე ეტყობა.

მაუსს ხმარობს ალბათ, წკეპლასავით.

ბილიკის კიდეები ხო მიაჯღაბნა შავად და თოვლი გააქრო, კედელზე წარწერაც მიუყოლებია და წაუშლია.


ასე გაწმენდილი ბილიკის სურათი ადმინისტრაციამ საიტზე 1 თებერვალს გამოფინა მომჩივანი მოქალაქის პასუხად.

აი, დასუფთავებულიაო.

იფიქრეს, იური ურსუ პახმელიაზე იქნება და ვერ მიხვდებაო.


მაგრამ მოქალაქე იური, გარდა იმისა რომ არ სვამს, ფოტოშოპშიც კარგად ერკვევა თურმე.


ეს ნაფოტოშოპარი სურათი ნახა ურსუმ, გაბრაზდა, ქალაქის მერიას შეატყობინა და ორივე სურათი გაუგზავნა.


მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ლეონიდ ბოგატირევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ოღონდ ნამდვილად გაათავისუფლა, ფოტოშოპის გარეშე.

6
6203
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
6203
  
2016, 20 მაისი, 14:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 9 სექტემბერი, 14:29
გენიალურია :D ჩვენებმა არ გაიგონ თორე ნახე მერე შენ :D
2013, 19 ივნისი, 15:05
ვიხალისე და თან ძალიან მომეწონა სტილი! დიდი მადლობა.
2013, 5 აპრილი, 20:13
გთხოვთ გადადით ლინკზე და ხმა მიეცით (დაუწერეთ 5--იანი) პატარა ნიკოლოზ ფორჩხიძეს კონკურსისთვის " ჩემი საყვარელი სათამაშო" ხმის მიცემა შესაძლებელია საათში ერთხელ..გთხოვთ არ დაიზაროთ http://patara.ge/?id=109482
2013, 22 თებერვალი, 21:01
ჩერჩეტი
2013, 9 თებერვალი, 14:05
ახია მაგაზე. გემრიელად ვიცინე:D:D კარგი სტატიაა, წერის მანერაც მომწონს:)
0 1 6