x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საინტერესო ფაქტი: ალექსანდრე მაკედონელის კითხვები
imageალექსანდრე მაკედონელი

წინამორბედი - ფილიპე II

მემკვიდრე - ალექსანდრე IV

გარდაიცვალა - 11 ივნისსimage



ალექსანდრე - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. საინტერესო ფაქტი: ალექსანდრე მაკედონელის კითხვები და ინდოელი ბრძენის პასუხები!image

რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.

ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? - ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.

რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა.

რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი? ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.image

რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე? დღე იყო ადრე, ერთი დღით. ძნელი პასუხია, უთხრა ალექსანდრემ. ძნელ კითხვაზე, უპასუხეს ბერებმა.


როგორ გავხდე ღმერთი? გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.


როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.



1
884
3-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
884
  
0 1 1