საქართველო დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს აქციაზე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2013, 8 თებერვალი, 19:21 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"წევრის, კოკა იონათამაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი ჩიორა თაქთაქიშვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა."მეორე არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩიორა თაქთაქაშვილს სახეზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები აღენიშნება."მამაკაცმა პირდაპირ ხელი დაარტყა მანდილოსანს. აქ ადამიანობაზე საუბარი არის ძალიან ძნელი.ამ საწყალ ხალხთან არაფერი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ის, ვინც არის დამკვეთი, ყველა ჩვენგანზე ადრე წავა ჩვენი ქვეყნიდან", - აღნიშნა იონათამაშვილმა.თავად ჩიორა თაქთაქიშვილმა კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის"ვერც ერთ წევრს ვერ შეაშინებენ. 153 8-ს მოსწონს
|