x
image
ferara
ბრილიანტის კონტაქტური ლინზები

imageკონტაქტური ლინზები უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ლინზების შექმნის იდეა თვით ლეონარდო და ვინჩიმ მოგვაწოდა 1508 წელს. 1888 წელს კიდევ ადოლფ ფიკმა წარმოგვიდგინა პირველი შუშის ლინზა ოპტიკური მახასიათებლებით. თავიდან კონტაქტური ლინზები გამოიყენებოდა მხედველობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ დროს მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, სულ უფრო ხშირად გვთავაზობენ დეკორატიულ ლინზებს, რომლებიც ცვლიან თვალის ფერს და სხვადასხვა ეფექტს ქმნიან თვალისთვის.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კონტაქტურ ლინზებს, ეს იდეა პირველად გამოთქვა ინდოელმა დიზაინერმა სანჯაი სახამ და შემდეგ გამოიგონა კიდეც. პირველად ეს ლინზები ხალხისთვის იყო წარმოდგენილი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამოფენაზე. მთავარი რითაც გამოირჩევა ეს ლინზები, არის ის მასალა რითიც არის დამზადებული. ამ ლინზების დასამზადებლად გამოიყენეს თეთრი და ყვითელი ოქრო და 18 ცალი თეთრი ბრილიანტი. ლინზების მასა 5 გრამს შეადგენს.

ზოგადად ესეთი სტრუქტურა საშუალებას აძლევს თვალი გამოაჩინოს უფრო მკვეთრი, გამომხატველი და იდუმალი. ამ ლინზების ფასი 15000 $.

4
90
9-ს მოსწონს
ავტორი:ferara
ferara
90
  
2013, 29 მარტი, 15:38
რამდენიც გინდა იმდენი გადაიხდის!...:))))))))) ვერ მყიდველი კი უფრო მეტია!
2013, 29 მარტი, 15:33
მაგის მყიდველი მანახა და :))))))))))
2013, 29 მარტი, 14:39
ოჰოოოო? ანათებს კიდეც?:))))))))))))))))
0 1 4