შოუბიზნესი რა სურვილი ვერ აუსრულა შორენამ ქალიშვილს? 2013, 8 თებერვალი, 2:21 შორენა ბეგაშვილი ყველასათვის ცნობილი და სკანდალური ქართველი მსახიობია. ის მარტოა, მეუღლეს წლების წინ გაშორდა. პირველი, უიღბლო ქორწინებიდან შორენას ერთი ქალიშვილი ჰყავს ევა. ის მამის გვარს ატარებს და ბარბაქაძეა. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმაეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. შორენას შვილთან ურთიერთობისთვის ბევრი დრო არ რჩება, ყოველთვის ცდილობს თან ატაროს. ევას ძალიან უნდა პატარა ძმა ჰყავდეს. სამწუხაროდ შორენამ ქალიშვილისათვის ამ სურვილის ასრულება ვერ შეძლო. გოგონა დედმამიშვილზე ოცნებობს, მაგრამ როდესაც წარმოიდგენს, რომ ის დედის სითბოსა და სიყვარულში შეეზიარება ოცნება უკვალოდ ქრება. შორენას ქალიშვილი გადაღებებზეც დაჰყავს და აჩვენებს რა ხდება გადასაღებ მოედანზე. მსახიობის ირგვილივ მუდამ ბევრი ჭორი და ინტრიგა ტრიალებს.ცოტა ხნის წინ საზოგადოების ერთმა ნაწილმა შორენას ლანძღვით გული იჯერა და ევაზე გადავიდნენ. მსახიობი ამ ამბავმა ძალიან გააღიზიანა და შვილზე აუგისმთქმელნი სახალხოდ გალანძღა. ალბათ ყველა დედა ასე მოიქცეოდა. შორენა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, საიდუმლოდ ინახავს, ხან ამბობს, რომ მას საყვარელი ადამიანი ჰყავს, ხან კი უარყოფს. საჩუქრებს საკუთარ თავს თვითონვე უკეთებს, რადგან იცი, რომ უანგაროდ მხოლოდ ერთეულები თუ იმეტებენ რაიმეს. ვუსურვოთ შორენასა და ევას ბედნიერი მომავალი... 2302 7-ს მოსწონს 1-ს არა
|