საქართველო საპარლამენტო უმრევლესობის ულტიმატუმი პრეზიდენტს! 2013, 7 თებერვალი, 16:41 პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდა, მხოლოდ მაშინ მიეცემათ საშუალება პარლამენტში სიტყვით გამოსლის, როცა ჩამოყალიბებული პოზიცია ექნებათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილმა განაცხადა:"პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება კონსტიტუციური უფლებამოსილებით სარგებლობის და პარლამენტში სიტყვით გამოსვლის, მაგრამ ეს მოხდება, მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული იქნება პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხზე ანუ პარლამენტისთვის იმ უფლების საკითხზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის." უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილებაც ასეთია:ხვალ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში არ შედგება. დავით უსუფაშვილის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე.მან განაცხადა, რომ პარლამენტში დებატების გასამართად და პრეზიდენტის მოსასმენად უმცირესობა და თავად პრეზიდენტი მზად იყო, თუმცა უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა დებატებისთვის და სწორედ ეს გახდა პრეზიდენტის მოსმენის გადადების მიზეზი. 72 1-ს მოსწონს 3-ს არა
|