x
image
დოზა26
ანეკდოტი კახელებზე

imageშაქრო სოფლის მეურნეობის გამგებელთან მიდის და ეუბნება:
– მინდა ვეტერინარად ვიმუშაო, ცხოველების ენა მესმის!
გამგებელმა ფერმაში მიიყვანა. ამ დროს ძროხამ დაიბღავლა. გამგებელი ეკითხება, რა თქვაო.
– ის ამბობს, რომ მწველავმა 20 ლიტრი რძე მოწველა, მაგრამ 10 ლიტრი მიითვისაო!
შეამოწმეს და მართალი გამოდგა.
გამგებელმა საღორეში წაიყვანა. დედა ღორმა დაიღრუტუნა.
– ღორი ამბობს, რომ 10 გოჭი მოიგო, მომვლელმა კი 5 მიითვისაო.
შეამოწმეს და მართალი გამოდგა.
გზაზე მიდიან, სამუშაო პირობებს ათანხმებენ და ამ დროს იქვე ახლოს მდგარი ვირი დაიყროყინებს.
გამგებელი:
– ყურს ნუ უგდებ, ეს ერთხელ მოხდა და ისიც მაშინ, მთვრალი რომ ვიყავი.

0
42
4-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0