მიმოხილვა HONDA HR-V 2013, 7 თებერვალი, 10:55 წარმოდგენილი ავტომობილი ჰონდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია გამძლეობითა და ეკონომიურობით, წარმოდგენილი მოდელი, არის როგორც ორ ხიდიანი ისე წინა გამწევი თვლებით, არის ორ კარიანი და ასევე ოთხ კარიანი, როგორც ავტომატური ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფით, უნდა აღინიშნოს რომ აქვს კარგი გამავლობა, მისი ერთადერთი ნაკლი ალბათ ისაა რომ ცოტა პატარაა:-) თითქმის ყველა მოდელი 1.6 ბენზინის ძრავითაა (ახალი მოდელი გაძლიერებული ცხენის ძალით) ახჭურვილი, საწვავის წვა კი 7-დან 10-ლიტრამდე მერყეობს.
წარმოდგენილი მოდელის ავტომანქანის უმეტესობა ახჭურვილია: ელ.შუშებით, კონდინციონერით, (ახალი მოდელი კლიმატკონტროლით) ცენტრალური საკეტით, 4 აირბაგით, ჰიდრავლიკით, აბს-ით, ელ. სარკეებით, ლუქით და ასე შემდეგ. წარმოდგენილი ავტო მანქანები საქართველოში გვხვდება როგორც მარჯვენა ისე მარცხენა საჭით.
შენიშვნა: უნდა ავღნიშნო რომ წარმოდგენილ მოდელის ავტო მანქნაზე რული ძალიან ცუდად გადადის და დიდ შემთხვევაში არ ამართლებს (პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე) ასე რომ თუ წარმოდგენილი ავტომანქანის ყიდვას გადაწყვეტთ უმჯობესია ევროპული ქარხნული მარცხენა საჭით შეიძინოთ. 1) 4 კარიანი. 2) 2 კარიანი. 3) სალონი. 4) ძრავი. 179 2-ს მოსწონს
|