ადმინისტრაციული ირაკლი ოქრუაშვილს დღეს შესაძლოა ბოლო ბრალდებაც მოეხსნას 2013, 7 თებერვალი, 9:45 - ირაკლი ოქრუაშვილს დღეს შესაძლოა ბოლო ბრალდებაც მოეხსნას. საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის განხილვა, დღეს, 14:00 საათზე გაგრძელდება. პროცესზე მხარეთა კამათი გაიმართება, რომლის შემდეგაც დაცვის მხარე უკვე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში გაგრძელდება. ამ ფაქტს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ადასტურებს.
25 5-ს მოსწონს 1-ს არა
|