შოუბიზნესი როგორ ერთობოდნენ ცნობადი სახეები ნოე სულაბერიძის დაბადების დღეზე? 2013, 7 თებერვალი, 1:07 ნოე სულაბერიძე სტუდია TBC TV-ის ხელმძღვანელი და პროდიუსერია. ცოტა ხნის წინ მან ტელეკომპანია იმედი დატოვა.სულაბერიძე ტელეკომპანიას უსამართლობასა და კლანურ დამოკიდებულებაში ამხელს და აცხადებს, რომ "იმედში" გადაწყვეტილებებს ხშირად არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პირადი ურთიერთობების საფუძველზე იღებდნენ. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ტელევიზიებში სტუმრების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ "იმედში" ჩვენი მუშაობის დროსაც ხდებოდა. ჩვენ ვებრძოდით ამას და მეტნაკლებად წინააღმდეგობის გაწევას ვახერხებდით", - განაცხადა პროდუსერმა. სტუდია TBC TV-ს 2007-2011 წლების განმავლობაში არაერთი ტელეპროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: "სიმართლის დრო", " face - კონტროლი", "მუსიკალური ლიგა", "ცხოვრება მშვენიერია", "საქართველოს დიდი ათეული", "Prime Time", "მოწყვიტე წამი", "ხარისხის ნიშანი", "პრაიმ მენიუ", "წითლები", "Sport Time" და "ცეკვავენ ვარსკვლავები". ნოე სულაბერიძე დაქორწინებულია. მისი მეუღლე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ეკა სამხარაძეა. ორივე ძალიან დატვირთულია, ამის მიუხედავად მაინც ცდილობენ გამონახონ დრო ერთმანეთისთვის, შუა დღეს ერთად სადილობენ საღამოს კი ერთად ატარებენ. ცოტა ხნის წინ კი აქტიურად ვრცელდებოდა ნოე სულაბერიძისა და სოფო ხალვაშის რომანის შესახებ ინფორმაცია. ამბობდნენ, ამ რომანმა ორივეს პრობლემები შეუქმნა. დღეს ყველაფერი მოგვარებულია, სოფო მეუღლესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, ორსულადაა და მალე მეორე ქალიშვილიც ეყოლება. რაც შეეხება ნოეს მის ოჯახშიც სიწყნარეა, ცოტა ხნის წინ დაბადების დღეც გადაიხადა, სადაც ბევრ ცნობად სახესთან ერთად მოილხინა. 1163 4-ს მოსწონს
|