ფეხბურთი ალბანეთი VS. საქართველო 1-2 2013, 7 თებერვალი, 0:22 დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანში "ქემალ სტაფას" სტადიონზე გასვლაზე ალბანეთის ნაკრები 1-2 დაამარცხა.შეხვედრა ამხანაგური იყო.
თემურ ქეცბაიას გუნდს თავიდან მასპინძლები უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ ფორტუნა ჩვენს მხარეზე აღმოჩნდა.ანგარიში ერონ ბოგდანიმ გახსნა 24-ე წუთზე.40-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა შეცვლაზე შემოსულმა მათე ვაწაძემ.მისი თავური დარტყმის შემდეგ ალბანეთის მეკარემ უცნაური ილეთი შემოგვთავაზა, თუმცა კარგად დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა.გამარჯვების გოლი უჩა ლობჟანიძემ გაიტანა, ეს გოლიც დასამახსოვრებელი გამოდგა, მარცხნიდან ჩაწოდების შემდეგ კარიდან ზურგით მდგარმა ქუსლით თავის კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
ასე და ამგვარად, ალბანეთი ამხანაგურ მატჩიში დამარცხებულია, წინ კი საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრა გველის, რომელსაც კარგ განწყობაზე შეხვდებიან ქართველი ფეხბურთელები.
სრულიადში გთავაზობთ ქართველთა გოლებს.
64 3-ს მოსწონს
|