x
image
ვაჟა ხუციშვილი
ფული ჩქარა ! თუთიყუშის შვილი ვიყო !
imageახალ ზელანდიაში შოტლანდიელი ტურისტი თუთიყუშმა კეამ (კეა თუთიყუშის ჯიშია) დააყაჩაღა.


ფოტოების გადაღებით გართული პიტერ ლიჩი სანამ აჩხაკუნებდა, კეა მის ავტომობილში შეფრინდა და "ხელს" საფულე გააყოლა.


საფულეში დაახლოებით 700 გირვანქა იდო.


"ალბათ ახლა ბუდეს ალამაზებს 50 გირვანქიანი კუპიურებით"-იხუმრა ლიჩმა, რომელმაც ეროვნულ პარკში სეირნობისას ავტომობილის შუშები ჩაწეული დატოვა.



შოტლანდიელმა ვერ შეამჩნია, რომ თუთიყუში, რომელსაც წამის წინ სურათი გადაუღო, მის ავტოში შეფრინდა. ეს სხვა ტურისტებმა დაინახეს და უთხრეს.


"მანქანაში შევიხედე და მაშინვე მივხვდი, რომ საფულე აღარ იყო - თქვა მსხვერპლმა - ყოველი შემთხვევისთვის პოლიციაშიც განვაცხადე. თავიდან პოლიციელი სერიოზული სახით მეკითხებოდა, მერე კი გვარიანად იცინა".


კეა საკმაოდ ჭკვიანი თუთიყუშია და ტურისტებს ძალიან უყვართ, პირველ რიგში სიარულის სასაცილო მანერის გამო.

ნამეტანი ცნობისმოყვარე ფრინველი ყოფილა და ადამიანს საერთოდ არ უფრთხის.

ამიტომ ხშირად იპარავენ ჩანთებს, უძვრებიან ტურისტებს ზურგჩანთებში, კაწრავენ და უკაკუნებენ ავტომობილებს.

განსაკუთრებით სიამოვნებთ საქარე მინების რეზინების ჩიჩქნა, გვერდით სარკეების მტვრევა და ზოგჯერ საბურავებსაც უსინჯავენ თურმე გემოს.








1
625
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
625
  
2016, 20 მაისი, 14:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1