შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანი-არშემდგარი დედა ("ბედნიერი ვარ, რომ ირაკლი კოდუა გავიცანი") 2013, 6 თებერვალი, 0:17 ნანუკა ჟორჟოლიანი სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ შოუსთან ერთად "რუსთავი 2"-ზე გადაბარგდა. ეთერში უკვე რამდენიმე გადაცემაც გავიდა. ნანუკას თქმით, მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მის მშობლებს მიუძღვით: "როცა პირად ცხოვრებაში კრიზისი მქონდა, მშობლები გვერდით დამიდგნენ. მამა ყოველთვის სწორ პოზიციას იჭერდა და ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მას მიუძღვის. მამის მატერიალურ და მორალურ დახმარებას, მის მხარდაჭერას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა". ნანუკას ბავშვობიდან უნდოდა ჟურნალისტი ყოფილიყო, ხშირად ეჭირა სუნამოს ფლაკონი, რომელსაც მიკროფონის ფორმა ჰქონდა და საათობით თამაშობდა. მასზე ყველაზე დიდი გავლენა პირველი ოჯახის დანგრევამ მოახდინა, მოტივირებული გახდა და უნდოდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. ნანუკა ამბობს, ბედნიერი ვარ, რომ ირაკლი კოდუა გავიცანიო. ამის მიუხედავად ოჯახის ბედნიერებას საზოგადოება გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვრცელდებოდა ჭორები, ირაკლიმ ნანუკა მიატოვა და ახალგაზრდა გოგოზე იქორწინაო. ჟურნალისტი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს ირაკლის იმაზე მეტად ვუყვარვარ, ვიდრე ის მე მიყვარსო. ნანუკა ორი შვილი ჰყავს, მარიამი და საბა. ჟურნალისტი თვლის, რომ შეუმდგარი დედაა, მინდა ბევრად უკეთესი დედა ვიყოო. ნანუკას ქალიშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, არაფერს მიმალავს, რადგან მარიამს არაფერში ვზღუდავო. მარიამს "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" თინეიჯერების რუბრიკა მიჰყავს და საქართველოს ნიჭიერ ახალგაზრდებს აცნობს. ვუსურვოთ ნანუკას და მის ოჯახს წარმატებები... 330 5-ს მოსწონს
|