სხვა ანეკდოტები ნაწ.16 2013, 5 თებერვალი, 20:05
შაქრო სოფლის მეურნეობის გამგებელთან მიდის და ეუბნება: – მინდა ვეტერინარად ვიმუშაო, ცხოველების ენა მესმის! გამგებელმა ფერმაში მიიყვანა. ამ დროს ძროხამ დაიბღავლა. გამგებელი ეკითხება, რა თქვაო. – ის ამბობს, რომ მწველავმა 20 ლიტრი რძე მოწველა, მაგრამ 10 ლიტრი მიითვისაო! შეამოწმეს და მართალი გამოდგა. გამგებელმა საღორეში წაიყვანა. დედა ღორმა დაიღრუტუნა. – ღორი ამბობს, რომ 10 გოჭი მოიგო, მომვლელმა კი 5 მიითვისაო. შეამოწმეს და მართალი გამოდგა. გზაზე მიდიან, სამუშაო პირობებს ათანხმებენ და ამ დროს იქვე ახლოს მდგარი ვირი დაიყროყინებს. გამგებელი: – ყურს ნუ უგდებ, ეს ერთხელ მოხდა და ისიც მაშინ, მთვრალი რომ ვიყავი. – პარიზში მივდივარ სამოგზაუროდ თვითმფრინავით, – ეუბნება დაქალი დაქალს. – უი, ქაა, არ გეშინია, რო ჩამოვარდეს?! – კარგი, რა, რა ჩამორჩენილი ხარ! ერთი ათჯერ მაინც მიმგზავრია თვითმფრინავით, მაგრამ არ მახსოვს, ერთხელ მაინც ჩამოვარდნილიყოს. – ალო, როგორ ხარ, ჯიგარ? – კარგად, კარგად! – უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი… იმას კიბო აქვს. – ძვირფასო, ხვალიდან ძვირადღირებულ ბინაში ვიცხოვრებთ. – ვაა, ახალ ბინაში გადავდივართ?! – არა, ბინის ქირა გაზარდეს. ბიზნესმენი მიდის ნიუ იორკის ბანკში და სესხის ოფიცერს ეუბნება, რომ ევროპაში დასასვენებლად 5 000$ -ის ოდენობით სესხი სჭირდება. ოფიცერი პასუხობს, რომ ამხელა თანხის გასაცემად მან რაიმე ქონება უნდა ჩადოს გარანტად. ბიზნესმენი ჯიბიდან იღებს როლს-როისის გასაღებს და ჰაერში შეათამაშებს. ოფიცერი სესხს გაუფორმებს და კმაყოფილი ბიზნესმენიც თავის მანქანას ბანკის ავტოსადგომზე შეიყვანს. ორი კვირის შემდეგ ბიზნესმენი მოდის ბანკში, აბრუნებს 5000$-ს და ზემოდან პროცენტს $15 დოლარის ოდენობით. დაინტერესებული სესხის ოფიცერი ეკითხება მას: - ჩვენ ვაფასებთ თქვენს ბიზნესს და ამ ტრანზაქციამ მშვენივრად იმუშავა, მაგრამ სანამ თქვენ აქ არ იყავით, ჩვენ გადავამოწმეთ თქვენზე ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ თქვენ მულტიმილიონერი ბრძანდებით. ხომ ვერ მეტვით, რაში დაგჭირდათ 5 000-ის სესხება ჩვენგან? ბიზნესმენი პასუხობს: - მაშ, სხვაგან ნიუ-იორკში სად შემიძლია გავაჩერო მანქანა ორი კვირით მხოლოდ 15 დოლარად? 39 2-ს მოსწონს
|