მუსიკა Bullet for My Valentine-ბიოგრაფია 2013, 5 თებერვალი, 19:41 ![]() ![]() ჯგუფმა განაცხადა რომ მათ მუსიკაზე გავლენას ახდენს კლასიკური მეტალის ისეთი შემსრულებლები როგორებიც არიან: Metallica, Iron Maden და Slayer. Bullet For My Valentine ის სადებიუტო ალბომი The Poison გამოვიდა 2005 წლის 3 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ამერიკაში 2006 წლის 14 თებერვალს ზუსტად ვალენტინობის დღეს. ალბომმა The Poison, Billboard200-ში 128-ე ადგილი დაიკავა. შემდეგ ჯგუფი გამოვიდა Download Festival და Kerrang-ზე. ტურნეში გაემგზავრა Rob Zombie -თან ერთად. 2008 წლის 29 იანვარს ჯგუფმა გამოუშვა მეორე ალბომი Scream Aim Fire და Billboard200-ში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯგუფის მესამე ალბომი Fever 2010 წლის 26 აპრილს გამოვიდა და Billboard-ში მესამე ადგილზე გავიდა. ბენდს გაყიდული აქვს 1000000 ალბომი ამერიკაში ხოლო მსოფლიო მასშტაბით 3000000 და სამჯერ აქვს Kerrang Award-ის ჯილდო მიღებული კატეგორიაში "საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი". 38 1-ს მოსწონს
|