სხვა კინემატიკის საფუძვლები 2013, 5 თებერვალი, 16:36 ყველაფერი, რაც რეალურად არსებობს სამყაროში, მატერიაა.
მატერიას, რომლისგანაც შედგება ფიზიკური სხეული, ნივთიერება ეწოდება.
ნივთიერებაა: ჰაერი, წყალი, მიწა, ხე, მეტალები. მაგრამ ბუნებაში ყველაფერს არ შეიძლება ეწოდოს ნივთიერება. მაგალითად, სინათლე, რადიოტალღები, ელექტრული და მაგნიტური ველები არ წაროადგენენ ნივთიერებას. ეს არის მატერიის არსებობის სხვა ფორმა. მას ველი ეწოდება.
მატერია არსებობს ნივთიერების და ველის სახით.
სამყაროს მრავალსაუკუნოვანმა შესწავლამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მატერია არ არსებობს მოძრაობის გარეშე-მოძრაობა მატერიის ძირითადი თვისებაა.სამყარო მოძრავი მატერიაა. ბუნებაში ნებისმიერი მოძრაობა ემორჩილება გარკვეულ კანონებს. ფიზიკის ნაწილს რომელიც შეისწავლის სხეულთა მოძრაობას, მექანიკა ეწოდება( მექანე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მანქანას ან მოწყობილობას). მექანიკა, რომლის საფუძველია ნიუტონის კანონები, ცნობილია კლასიკური მექანიკის სახელით. კლასიკიური მექანიკა მოიცავს კინემატიკას და დინამიკას. კინემატიკა შეისწავლის სხეულთა მოძრაობას მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე, დინამიკა კი შეისწავლის კავშირს სხეულთა მოძრაობასა და მათ გამომწვევ მიზეზებს შორის(კინემა ნიშნავს მოძრაობას, დინამე ძალას). კლასიკური მექანიკა განიხილავს სხეულთა მოძრაობას(გარდა ელემენტარული ნაწილაკებისა), რომელთა სიჩქარე გაცილებით ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. სხეულთა მოძრაობას, რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარის რიგისაა, განიხილავს ფარდობითობის თეორია. ატომბირთვის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობას შეისწავლის კვანტური მექანიკა. თუ ვინმეს აინტერესებს ფიზიკა ჩავდებ გაკვეთილებს 110 შეფასება არ არის
|