კინო ნამდვილი ადამიანი რომლისგანაც შეიქმნა "შრეკი" 2013, 5 თებერვალი, 14:23 მორის ტელე იყო პროფესიონალი მებრძოლი, იმ წლებში როდესაც წარმოიშვა გასართობი სპორტი.იგი იყო ფრანგი, დაიბადა დაახლოებით 100 წლის წინ, იყო ძალიან ჭკვიანი და ფლობდა 14 ენას, ამის გარდა იტაცებდა პოეზია და უნდოდა გამხდარიყო მსახიობი.
როდესაც იყო 12 წლის ექიმებმა დაუდგინეს საშინელი დაავადება -
აკრომეგალია.
ეს არის იშვიათი დაავადება რომელიც იწვევს გადაჭარბებულად სიმაღლეში ზრდას და უპროპორციულობას.დაავადებამ დაამახინჯა იგი და ამას ემატებოდა ისიც რომ მისი გარშემომყოფები დასცინოდნენ გარეგნობის გამო.ამ ყველაფრით დაღლილი მორისი გაემგზავრა ამერიკაში.იქ ის გახდა პროფესიონალი მებრძოლი და გამოდიოდა რინგზე.მან მოიპოვა ბევრი ჯილდო და ტიტული, გარდა ამისა მას მისი არასტანდარტული გარეგნობა მატებდა პოპულარობას სპორტის მოყვარულებში.1955 წელს მორისი გარდაიცვალა გულის დაავადებით.ერთ-ერთმა მეგობარმა გააკეთა მორისის სამი ნიღაბი რომელიც ინახება მუზეუმში.
სწორედ მორისისგან შეიქმნდა შრეკის პროტოტიპი და შეიძლება ითქვას რომ მისი ოცნება ასრულდა. 255 8-ს მოსწონს
|