x
image
K.P.
რატომ დაშორდა გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს და რატომ თქვა მან უარი მოგებულ ავტომობილზე?


imageგიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს, თამთა შალამბერიძეს დაშორდა. წყვილი 2 წელის მანძილზე ერთად იყო. მათ ერთმანეთი

გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. თამთა თეატრალურში სწავლობს, ძალიან კარგად მღერის, ის ხომ ყოფილი "ნუცას სკოლელია". ყველა ფიქრობდა, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდებოდა. სამწუხაროდ გიორგი და თამთა დაშორდნენ. გიორგის თქმით, ეს თამთას ბრალი სულაც არ ყოფილა, პირიქით, ყველაფერს მიგებდა და ეს ადამიანი ურთიერთობაში ნამდვილად არ ჩაჭრილაო.image
იმასაც ამბობენ, მათ ურთიერთობაში მესამე ადამიანი ჩადგაო, მეტიც ეს მესამე სალომე ჭაჭუააო. ჟურნალმა "რეიტინგმა" სალომეს დაურეკა, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ მას გიორგი ვარდოსანიძის პირად ცხოვრებაზე არაფერი სმენია, მეტიც, დასძინა მე და გიგი ისევ ერთად ვართო.image

გიორგის ახლა რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში, ამზადებს რადიოგადაცემასაც, აქვს შემოთავაზებები ტელეგადაცემებიდანაც. გიორგიმ მოგებული ავტომობილით მხოლოდ ერთხელ იმგზავრა. ისიც, იმიტომ, რომ პრიზი სახლამდე მიეყვანა. მეტიც, მას გადაწყვეტილი აქვს, ამ ფუფუნებაზე უარი თქვას და მანქანას ყიდის. გიორგის თქმით, ცხოვრების ამ ეტაპზე მაგარ მანქანაზე მეტად ფული სჭირდება, გეგმები, მაქვს, რომლებიც უნდა განვახორციელოო. მეტიც, მას ბინაზე მატად მანქანა უნდოდა, ჯერ როდის ბინას გადმომცემდნენ და მერე როდის გავყიდდიო. ასე, რომ 2013-მა წელმა გიორგის ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოიტანა. ვუსურვოთ მას წარმატებები... imageimageimageimage

0
2142
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0