პოეზია ოცნება :) 2012, 18 აპრილი, 0:13 ძალიან მომეწონა და ვნახოთ თქვენ როგორ შეაფასებთ:
*** ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ წავიდეთ, ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული, ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს: "ტყის პრინცზე გათხოვდა დე, შენი ქალწული". საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ, ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში, და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ, ჰო, შევცდი...იმ ღამეს არ უნდა გამეშვი. ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში, გვეყო, რა! ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს: "დე, მალე ჩამოდი, ტყუპები მეყოლა". საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში, გვეყო, რა! 103 5-ს მოსწონს
|