x
გიორგი ვარდოსანიძე (ბიოგრაფია+სურათები+პირადი ინფორმაცია)

imageimage
„მიყვარს „იდიოტური" პერსონაჟების თამაში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ.

„რაღაც კარგია, დადებითი და სახალისოა, ძალიან მიყვარს „იდიოტურ" როლს რომ მთავაზობენ. ამჯერად, ეს საჩუქარი „კაკაბამ" (ირაკლი კაკაბაძე) გამიკეთა და ახალ მხატვრულ კომედიურ ჟანრში მომცა ეს როლი", - აღნიშნა ვარდოსანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ღამის შოუს" ფილმი სახელწოდებით „სიყვარულის ბალადა" გიორგი ვარდოსანიძეს პარტნიორობას მსახიობი რუსკა მაყაშვილი უწევს.

ცნობისთვის, გიორგი ვარდოსანიძე მაყურებელმა სერიალ „გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, სადაც ის „ლევან ხომერიკის" როლს ასრულებს.

ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მუსიკისა და დრამის თეატრში 5 წლის წინ მივიდა. სულ რაღაც 24 წლის არის, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულია. რამდენიმე საქმეს ერთდროულად არის შეჭიდებული. თამაშობს თეატრში, მონაწილეობს სერიალში, იღებენ მხატვრულ ფილმში, გახდა რადიოწამყვანიც... აი, პირად ცხოვრებაში კი ჯერჯერობით "ერთ ადგილას" არის გაჩერებული – ისევ შეყვარებულია, როგორც რამდენიმე წლის წინ და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, დაღვინებას ელოდება.






0
899
3-ს მოსწონს
ავტორი:სალი.ჩუბინიძე
სალი.ჩუბინიძე
899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0