სალათები სოკო და ბადრიჯანი არაჟნით 2012, 14 მარტი, 16:08 მასალა:
ბადრიჯანს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი, 1 საათის შემდეგ გადმოვწუროთ მოშავო წყალი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხებში და შევწვათ გაცხელებულ კარაქში. ასევე მოვექცეთ მოხარშულ სოკოებს, შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები დავაწყოთ ლანგარზე ირგვლივ. შუაში დავაჭყოთ ასევე შემწვარი სოკოები, ზედ მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. 675 1-ს მოსწონს
|