x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134801
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509149
რის გამო დადიოდა ფსიქოლოგთან ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის წამყვანი გახლავთ. იგი კმაყოფილია ახალი ტელევიზიით, რადგან მისმა გადაცემამ, საკმაოდ კარგი რეიტინგი აჩვენა. ნანუკას თქმით, მართალია მისმა ორმა სერიამ დააგვიანა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც კარგი გამოვიდა. ნანუკა ძალიან ბედნიერია, რადგან მან გაიცნო, ირაკლი კოდუა. იგი ძალიან სიმპათიური მამაკაცია და კარგი "ტიპია", ამის გამო ნანუკა ბედნიერია ირაკლისთან ერთად. ადრე განაცხადა, რომ მისი დიდი შეცდომა იყო, როდესაც იგი თავის პირველ შვილს, მარიამს, ბევრ დროს არ უთმობდა პროფესიიდან გამომდინარე. ახლა კი მეორე შვილი, საბა, ეჩაგრება. იგი ძალიან წუხს, რადგან შვილებისათვის დრო აღარ რჩება. ნანუკას ძალიან ეშინია მარტოობის. ამის გამო იგი ბევრჯერ ყოფილა ფსიქოლოგთან. შიშის მიუხედავად ცონობილი ტელეწამყვანი ხშირად რჩება მარტო. მისი თქმით, ამ დროს მას შეუძლია დაფიქრდეს ცხოვრებაზე, უკვე ჩავლილ დღეზე და გათვალოს მომავალი კარგად. ნანუკა ბოლო წლებში ძალიან სენტიმენტალური გახდა. მისი თქმით ის ტირის როცა ბიჭი ლექსს კარგად კითხულობს, ან კარგად მღერის. მოკლედ ერთი სიტყვით, იგი ტირის ყველაფერზე, რაც მასში ემოციას იწვევს. მას ძალიან ეშინია ადამიანების დაკარგვის და ეს სიტყვები არ ეხება მხოლოდ გარდაცვალებას. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და ირაკლისთან ერთად აღარ იქნება. ეს ფაქტი, მას ყველაზე მეტად აშინებს. ნანუკას არ მოსწონს, როდესაცimage მას გადამეტებულად აქებენ და ეს სიტყვები ნახევრად რეალობას არ შეესაბამება.

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:K.G
K.G
45