უცხოური პრესა ყველაზე ძვირი სახლები 2012, 17 აპრილი, 23:09 1. ანტილა, მუმბაია, ინოდეთი. ღირებულება - 1 მილიარდი დოლარი. ამ თანამედროვე გიგანტურ კონსტრუქციას ანტილა ქვია. ანტილა 27 სართულიანია და 6 ნაწილად არის დაყოფილი. აქვს კერძო მანქანების სადგომი, რომელშიც 168 ავტომანქანა ეტევა. როგორც ცნობილია, სახლს 600 მოსამსახურე პერსონალი ჰყავს. 2011 წლის მონაცემებით ის მსოფლიოში უძვირესი შენობაა, მანამ სანამ მასზე ძვირადღირებულს ააგებენ. 2.ვილა ლეოპოლდა, საფრანგეთი, ღირებულება - 506 მილიონი დოლარი. ეს ვილა საფრანგეთში განთქმულია უალამაზესი ღია ბაღითა და გიგანტური ზომის საცურაო აუზით. ვილა ლეოპოლდას სტუმრებს 11 საძინებლისა და 14 აბაზანის განაწილება უწევთ (ნეტავ, როგორ იყოფენ?). ვილა მეფე ლეოპოლდმა ააგო, შემდეგ იგი ედმუნდ საფრამ შეიძინა და გარდაცვალების მერე ცოლს დაუტოვა. მოგვიანებით სახლი ბილ გეიტსაც ეკუთვნოდა. 3. პენთჰაუსი, ლონდონი, ღირებულება - 200 მილონი აშშ დოლარი. ეს ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტებია მთელს მსოფლიოში. აქ ერთი ღამის გათევა 6.000 ევრო ღირს. აქ იპოვით ღვინის დასაჭაშნიკებელ ოთახს, სპა სალონებს და გასართობ ცენტრებს. მისი მთავარი ღირესება, როგოც ამბობენ, ამ აპარტამენტების უსაფრთხოებაა. ტყვიაგაუმტარი ფანჯრები და პერსონალური გვირაბი სტუმრების უსაფრთხოებას 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფს. 169 2-ს მოსწონს
|