როგორც ცნობილია, გასულ კვირას ექვსმა ”კანონიერმა ქურდმა” საპატიმრო დატოვა. ესენი არიან ვლადიმერ ძოწენიძე მეტსახელად „ვალერა ქუტაისკი“, ელგუჯა დიღმელაშვილი -
მეტსახელად „გუჯა“, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, გიორგი კარანაძე და რევაზ სესკურია. თითოეულ მათგანს საქართველოს შსს-მ 24 საათი მისცა, რათა მოინახულონ ნათესავები, აიღონ პასპორტები და დატოვონ ქვეყანა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა „კანონიერმა ქურდებმა“ საქართველო უკვე დატოვეს.