x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ.ლამაზი და რომანტიული ცერემონია სამხრეთ იტალიაში, ბრინდიზის პროვინციაში გაიმართა.ქორწილი წყვილს თითქმის 6, 5 მილიონი დოლარი დაუჯდა..ახალ დაქორწინებულებმა აღიარეს, რომ ძალიან ბედნიერები არიან.."ცერემონია ულამაზესი იყო, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა განსაკუთრებული გრძნობაა", -ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ახალდაქორწინებულებმა პრესისათვის გააკეთეს..ქორწილის დეტალები, მათ შორის ცერემონიის ჩატარების ზუსტი ადგილი, ბოლო მომენტემდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.ამასთან People-ი იუწყება, რომ ქორწილის დეტალებს, მათ შორის ექსკლუზიურ ფოტოებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს..გამოცემა RadarOnline-კი წერს, რომ ქორწილში მიწვეული სტუმრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ზეიმი ერთი კვირა გაგრძელდებოდა.ამისთვის წყვილმა იტალიაში მამული იქირავა, რომლის იჯარა, სხვა ხარჯებთან ერთად ახალდაქორწინებულებს 6, 5 მილიონი დოლარი დაუჯდათ.გამოცემის თქმით, ეს ქორწილი ჰოლივუდში ყველაზე ძვირადღირებულია.მისი დაჩრდილვა მხოლოდ პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ქორწილმა მოახერხა, რომელიც 34 მილიონი დოლარი დაჯდა..ქორწილის წინ ტიმბერლეიკმა და ბილმა წინასაქორწინო წვეულება გამართეს.სტუმრებისთვის კარვები გაზონზე გაშალეს, თეთრი შეზლონგები დაამონტაჟეს და ლამპიონები აანთეს.ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა ტრადიციული სამხრეთ იტალიურ კარ-მიდამოს სტილშია აშენებული:ციხის მსგავსი უშველებელი ქვის შენობა, ვაზის ხეივნებიანი ეზო, ქვის ღობე, ხის მაგიდები, თივის ზვინები და ცხენები და ჩოჩორებიც კი, რომლებიც ბაღში დაიარებიან.საზეიმო წვეულების სტუმრებს სამხრეთ იტალიური ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ..31 წლის ტიმბერლეიკი და 30 წლის ბილი 5 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.წყვილი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.imageimageimageimageimageimageimageimage













0
189
9-ს მოსწონს
ავტორი:წურწუ
წურწუ
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0