x
image
ხიზანიშვილი
ტელეკომპანია "მზე" დაყადაღებულია

image- აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ დაყადაღებულია ტელეკომპანია მზის მოძრავი ქონება. საქმე კერძო დავას უკავშირდება. ბიუროს ინფორმაციით საქმეში კრედიტორია შ.პ.ს. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია", მოვალე კი ტელეკომპანია "მზე". ამასთან მოძრავი ქონების დაყადაღება არ ნიშნავს ქონებით სარგებლობაში ხელის შეშლას და არ კრძალავს მის განკარგვას. უბრალოდ მოხდა მოძრავი ქონების დაყადაღება, რომ არ მოხდეს მისი გასხვისება. განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

- ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი, ზაზა თანანაშვილიც, ადასტურებს: "დაყადაღდა მხოლოდ ნაწილი. ლაპარაკია რამდენიმე კომპიუტერზე და რამოდენიმე კამერაზე. ეს არის სარჩელის უზრუნველყოფა. ჯერ მოითხოვეს დაყადაღება და შემდეგ უნდათ, რომ სარჩელი აღძრან არსებული დავალიანების საფუძველზე. ტელეკომპანია მზემ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება."

1
32
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
32
  
2013, 31 იანვარი, 14:14
რომელი ხარ მუდმივად ყველაფერზე დისლაიქს რო მიწერ ან რამ დაგბოღმა ესე ნეტა
0 1 1