x
image
ხიზანიშვილი
ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილს ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა

image- ჭიდაობის ფედერაციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გარჩევა. შეხვედრას სპორტის მინისტრიც ესწრებოდა, რომელსაც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და სპორტის ოსტატმა კი ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს. ლუკა კურტანიძის ბრალდება, რომ ჩხუბის მომენტში ისინი ნასვამები იყვნენ სიცრუე აღმოჩნდა. სხეულზე კურტანიძესთან დაპირისპირების შედეგად მიყენებული დაზიანებები ვიცე-პრეზიდენტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმებაზეც დაუფიქსირეს. თემურ ყაზარაშვილმა და ლუკა კურტანიძემ ასეთი კომენტარები გააკეთეს:


image- თემურ ყაზარაშვილი: კურტანიძემ ნაკრების მწვრთნელები გადააყენა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პრეზიდიუმთან შეთანხმებით. ბრძანებაზე მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება, მაგრამ მე ამაზე ხელს ვერ მოვაწერდი და უარის თქმის შემდეგ დამიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფის მოყენება. კურტანიძეს აღარ აქვს არავითარი უფლება, რომ ფედერაციის პრეზიდენტი იყოს. ამაზე იმსჯელებს პრეზიდიუმი და ჭიდაობის სამყარო.


image- ლუკა კურტანიძე: ძმებს შორის არის ხოლმე წყენა ერთმანეთში, მთავარია ამას გაგრძელება არ მოჰყვეს და მალე მოგვარდეს. მთელმა სამყარომ მომცა ნდობა, რომელი ნდობითაც ახლა ვმოქმედებ, ასე რომ დაწყნარდება ყველაფერი.




1
62
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
62
  
2013, 31 იანვარი, 11:09
სულ გადაირია კურტანიძე
0 1 1