x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
ვინ მიიწვია ,,ახალი ხმის'' მონაწილე პარიზში

image“ახალი ხმის" მონაწილემ, ანი ღონღაძემ მსმენელს კარგად შესრულებული სიმღერებითა და განსაკუთრებული ვიზუალური მხარით დაამახსოვრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს რინგის ტურში გამოეთიშა ბოლომდე გვერდში უდგა მეგობრებს და ბექებში თითქმის ყოველ ტურში მღეროდა.
ხალხი მას კარგად არ იცნობს, თუმცა ბევრ კონცერტში იღებს ხოლმე მონაწილეობას დღეს ცნობის მომღერლებთან ერთად. ანი პარიზშიც იყო სადაც გარკვეული ნაბიჯები მუსიკის სფეროში უკვე გადადგა. ამის შესახებ ინტერვიუში ის თავად გვიამბობს.
– ბავშვობიდან სცენაზე ნამდვილად არ ვდგავარ. თუმცა ბაღში აღმოაჩინა ჩემმა პედაგოგმა, რომ ვმღეროდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. თავიდან არ მეგონა სიმღერას პროფესიად თუ გავიხდიდი.
პირველ არხზე იყო გადაცემა: “წარმატების ფორმულა ნუცა ჯანელიძესთან ერთად". ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა. ფინალში არ ვყოფილვარ, თუმცა საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა.
“ახალ ხმამდე" არ მიფიქრია კონკურსებში მონაწილეობა. ეს პროექტი იმდენად მომწონდა საზღვარგარეთ, რომ დიდი სურვილი მქონდა საქართველოშიც მსგავსი გაკეთებულიყო.
– როგორც მახსოვს “ჯეოსტარშიც" სცადე ბედი.
– კი. საქართველოში უფრო ადვილია რომელიმე მუსიკალური პროექტიდან გაგიცნოს ხალხმა. სხვა გზა ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ცნობილი სახე გახდე და მომღერალი გერქვას. ჯეოსტარში მივიღე მონაწილეობა, თუმცა მისი ფორმატი ჩემს სტილში არ ჯდებოდა.
ძალიან მომწონდა პროექტი: `ვარსკვლავების აკადემია~. ასაკი არ მიწყობდა ხელს, რომ მიმეღო მონაწილეობა. პატარა ვიყავი. იმედის დილაშიც გამოვდიოდი “დუეტების შოუში". 12 დუეტი შევასრულე. მოკლედ 13 წლიდან გავაქტიურდი.
– არ გიფიქრია სიმღერა ჩაგეწერა, კლიპი გადაგეღო და ამ გზით ხალხს გაეცანი?
– რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ ჩვენთან მუსიკალური არხიც კი არ არის, კლიპი რომ დატრიალდეს და ხალხმა ნახოს. თან ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯერ ცნობადი სახე უნდა გახდე და მერე გადაიღო კლიპი. “ახალი ხმა" დამეხმარე იმაში, რომ ხალხს გავეცანი. ახლა კი ვაპირებ კლიპის გადაღებასაც და სიმღერის ჩაწერასაც.
– შენი მშობლები, ახლობლები როგორ ხვდებიან იმას, რომ მღერი და სცენაზე დგახარ?
– ჩემი ოჯახი ამ ყველაფერში ძალიან ხელს მიწყობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე მეტადაც არიან მონდომებულები. კონკურსებზე როდესაც გამოვდივარ მეტად ნერვიულობენ ვიდრე. აქეთ მიწევს ხოლმე მათი დამშვიდება. მეგობრები და ახლობლები ჩემს კონცერტებზე სულ დადიან და გვერდში მიდგანან.
ჯეოსტარის ძალიან ბევრი მონაწილე ჩემი მეგობარია. მათაც რომ იცოდნენ რამხელა ნერვიულობა იყო კონკურსში მონაწილეობა გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ.
– სულ ცნობილი მომღერლების წრეში ტრიალებ. მათთან ერთად გამოდიხარ კონცერტებზე. შენ კი “ახალ ხმამდე" არ გიცნობდნენ. კონცერტებზე კი ძირითადად ცნობილ სახეებს ეძახიან ხოლმე. ცოტა უცნაურია.
– მართალია ცნობადი სახე არ ვარ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სულ მეძახიან კონცერტებზე. ეს ფაქტი კი ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. თანაც ვინც ჩემთან ერთად გამოდის ხოლმე ყველა მომღერალი ჩემი მეგობარია და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა.
როდესაც “ახალ ხმაში" შევდიოდი ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი შედეგი თუ მექნებოდა. რატომღაც მეგონა, რომ ეს იქნებოდა ერთი ნაბიჯი წინსვლისკენ. თუმცა ერთი კი არა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგი.
თავიდან ვფიქრობდი, რომ “ახალი ხმის" მეორე სეზონში მიმეღო მონაწილება. პირველ წელს მინდოდა, რომ ქართულ ვარიანტს დავკვირვებოდი კარგად და შემდეგზე გავსულიყავი. ჩემს მეგობარ მიშა სულუხიასთან ვიყავი. საბუთების მიღებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. მიშამ გადამიღო ვიდეო და გაგზავნა. მადლობა მას.
– რამ მოგხიბლა “ახალი ხმის" ფორმატში?
– პირველ რიგში იმან, რომ არ ჩანს პირველ ტურში ფიზიკური მხარე და მხოლოდ მუსიკალური მონაცემებით ფასდები. ყველაზე საინტერესო და მრავლისმომცემი კიდევ არის რინგი. სხვა პროექტში ფინალისტობას რინგზე დოგმა სჯობს ეს იმხელა გამოცდილებას გძენს.
– “ახალი ხმის" პირველ ტურში ფინქის სიმღერა შეასრულე და ისიც აღნიშნე, რომ შენი ოცნებაა მასთან ერთად იმღერო.
– ვფიქრობ, რომ სხვა ქალი მომღერლებისგან ფინქი გამორჩეულია. ხასითითაც რაღაცით მგავს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მასთან ერთად ვიმღერო. სიმართლე გითხრათ, მისი რეპერტუარიდან სხვა სიმღერის შესრულება უფრო მიდნოდა, მაგრამ გვქონდა სია, რომლიდანაც უნდა აგვერჩია. სამწუხაროდ სხვა არჩევანი არ იყო.
– ბრმა ქასთინგზე შემოგიტრიალდნენ დათო და მერაბი. ნინოსთან ხომ არ გინდოდა ან სტეფანე და მაიასთან?
– ჩემი მუსიკალური სტილიდან გამომდინარე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ დათო ან მაია და სტეფანე იქნებოდნენ ჩემთვის უკეთესები. დათოს საქმეში იყო მკაცრი, თუმცა მისი სახით შევიძინე ძალიან კარგი მეგობარი. ყველა მონაწილე ვამხნევებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს რითაც შეგვეძლო. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემი მონაწილეობა ამ პროექტში მარტო იმიტომ ღირდა, რომ ამდენი კარგი მეგობარი შემეძინა. პროექტის მერეც თითქმის ყოველ დღე ვცდილობთ ვნახოთ ერთმანეთი.
რინგის მერე პროექტს გამოეთიშე. დათომ შენ არ გადაგიყვანა შემდეგ ტურში, მაგრამ იტირა პროექტი რომ დაგატოვებინა. სამართლიანი იყო მისი ეს გადაწყვეტილება?
– ძალიან მინდოდა პროექტში დარჩენა, რომ საკუთარი თავი უფრო უკეთ წარმომეჩინა. გადაწყვეტილება ალბათ სამართლიანი იყო, რადგან ნინი ბრეგვაძე, ვისთან ერთადაც მომიწია რინგზე დგომა პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. ზუსტად ვიცი, რომ დათოსაც ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მესმის რა თქმა უნდა დათოსიც. მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რინგი გამოვიდა.
ამ პროექტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. შემიცვალა გემოვნება. ხუთივე მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. მომავალში მე თუ რაიმე წარმატებას მივაღწევ აუცილებლად მათი დამსახურება იქნება.
– პროექტი დატოვე, მაგრამ თითქმის ყოველ ტურზე ბოლო წუთამდე ეხმარებოდი შენს მეგობრებს და ბექებში მღეროდი.
– პროექტს, რომ გამოვეთიშე დამირეკეს და მითხრეს ბექებში მემღერა. ამანაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რადგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ ამ დროს. ფიქრობ სხვას არ გაუფუჭო სიმღერა.
– “ახალ ხმაში" გაჟღერდა, რომ პარიზში იყავი სასწავლებლად. საიდან, როგორ მოხვდი?
– ჩემი მეგობარი ათი წელია პარიზში ცხოვრობს. იქ სარეჟისორო დაამთავრა. წინა ზაფხულს ჩამოსული იყო და სახლში შემთხვევით მომისმინა. მითხრა, რომ გადაგიღებ ვიდეოს და წავიღებო. ასეც მოიქცა. ჩემი ვიდეო იქ ერთ-ერთ სტუდიას აჩვენა, საიდანაც დამიკავშირდნენ და მიმიწვიეს. ვუთხარი, რომ ფრანგული არ ვიცოდი. პედაგოგმა, ვისიც არის ეს სტუდია მითხრა, რომ ლონდონში ვასწავლიდი, ამიტომ შემიძლია ინგლისურად გესაუბროვო. ის კონცეტრებს ხშირად აკეთებს პარიზში და ცნობილ მომღერლებთანაც მუშაობს.
რომ ჩავედი ერთი თვის განმავლობაში გავდიოდი ვოკალის მასტერკლასებს. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მასწავლიდა სცენაზე დოგმას, რადგან მქონდა გარკვეული კომპლექსები. სცენაზე გამოსვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც შენი საქმე გიყვარს, გინდა ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. იქ ყველა ეს კომპლექსი მომეხსნა. უფრო თავდაჯერებული ვარ.
მითხრა, რომ შეგიძლია აქ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობაო. შემეძლო ერთ თვეზე მეტ ხანსაც დავრჩენილიყავი.
– რატომ არ დარჩი? წასვლისა და იქ სწავლების ხარჯები ვინ აიღო საკუთარ თავზე? შენმა ოჯახმა თუ თვითონ იმან, ვინც მიგიწვია?
– ნაწილი ჩემმა ოჯახმა და ნაწილი მან. აქ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. გამოცდები მეწყებოდა და ვიფიქრე წავალ ჩავაბარებ და უკან დავბრუნდები მეთქი. თანაც მინდოდა უკან წასვლამდე ფრანგულის ცოდნა გამეუმჯობესებინა. საფრანგეთში კონკურსზე არავინ მიგიღებს თუ კარგად არ იცი ფრანგული. მხოლოდ სიმღერა არ არის მთავარი. შემდეგ მოხდა ისე, რომ ახალი ხმის ქათინგი გამოცხადდა და უკან ვეღარ წავედი. ზაფხულში აუცილებლად წავალ. ფრანგულშიც ვემზადები.
ჩემი პედაგოგი პარიზიდან ძალიან მგულშემატკივრობდა. შენიშვნებსაც მაძლევდა იქიდან. ამაყობს ჩემით და ფეისბუქის გვერძე წერს ეს ჩემი სტუდენტიაო.
– თეატრალურში რაზე სწავლობ?
– ხელოვნებათმცოდნეობაზე. ვსწავლობთ კინოს, თაეტრს, მუსიკას. ეს კი საინტერესოა.
ძალიან მინდოდა მუსკომედიაზე ჩამებარებიმა. მიღება ოთხ წელიწადში ერთხელაა. მე კი მესამე კურსზე ვარ. ვფიქრობ, ხომ არ ჩავაბარო თავიდან. შესაძლებალია პარიზში როდესაც ენა კარგად მეცოდინება იქ გავაგრძელო ამ კუთხით სწავლა, რადგან ორ წლიანია. აქ კი ოთხიანი.
ვის გულშემატკივრობდი?
– გამოვარჩევდი მაგდა ვასაძესა და ლაშა თოფურიას. ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი შოუს უძლიერესი მონაწილე იყო. სალომე ქათამაძე, რომ ძალიან ძლიერია ამას არც უნდა ლაპარაკი. სამართლიანი დასასრული ჰქონდა შოუს.
– რა გეგმები გაქვს?
– “ახალი ხმა" დამთავრდა თუ არა მეორე დღესვე სტუდიაში მივედი. სიმღერას ვწერ. ძალიან კარგი დუეტი იქნება. ჯერჯერობით არ გეტყვით ვისთან ერთად შევასრულებ.
– პირადულში რა ხდება? როგორი ბიჭები მოგწონს? ან შეყვარებული თუ გყავს?
– (იცინის) შეყვარებული არ მყავს და არც არავინ არ მყვარებია. მაგ მხრივ ცუდად მაქვს საქმე. რატომაა ასე არ ვიცი.
ჩემთვის მთავარია ის, რომ ჩემს რჩეულს ჰქონდეს საკუთარი საქმე და დაკავებული იყოს. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო და იგივეს მოვითხოვ მისგანაც.

0
1559
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
1559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0