x
image
დოზა26
უკბილო ანეკდოტი

კაცი მიდის მანქანით, მაგრამ შუა გზაში გაუფუჭდა.
იძულებული გახდა მონასტერთან მიეყენებინა.
გამოეგებნენ მას ბერები, შეიპატიჟეს, დაანაყრეს, დააძინეს, მანქანა გაუკეთეს.
გამთენიისას კაცმა რაღაცა უცნაური ხმა გაიგო.
წასვლის წინ ბერებს კითხა:
–გამთენიისას რა ხმა იყო?
–ვერ გეტყვით, რამეთუ შენ ბერი არ ხარ.
მიხვდა, რომ ვერ გაიგებდა პასუხს და გაეშურა თავისი გზით.
რამოდენიმე თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას გაუფუჭდა მანქანა.
ისევ გამოეგებნენ ბერები, ისევ დააპურეს, ისევ დააძინეს, ისევ გაუკეთეს მანქანა.
გამთენიისას ისევ გაიგო ის უცნაური ხმა.
წასვლის წინ მაინც კითხა ბერებს:
–რა ხმა იყო გამთენიისას?
–ვერ გეტყვით, რამეთუ ბერი არ ხარ.
კაცმა გატაწყვიტა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, მაინც გაერკვია რა ხმა იყო და ამიტომ უთხრა:
–აღმკვეცეთ ბერად.
–ბერად რომ აღგკვეცოთ, მსოფლიო უნდა შემოიარო და უნდა გვითრა, რამდენი ქვიშის მარცვალია დედამიწაზე და რამდენი ღერი ბალახი.
გაეშურა კაცი და დაიწყო თვლა.
40 წელია შეალია ამ პროცესს და დაბრუნდა მონასტერში.
–მსოფლიო შემოვიარე და დედამიწაზე არის 96, 125, 365, 135, 889 ცალი ქვიშის მარცვალი და 88, 544, 677, 583, 211 ბალახის ღერი.
–გილოცავთ, შენ დღეიდან ბერი ხარ.
–ახლა მითხარით რა ხმა იყო ის.
–ჩვენ ვერ გეტყვით… სამაგიეროდ შენ შეგიძლია საკუთარი თვალით ნახო ამ ხმის წყარო.
მიიყვანეს უზარმაზარ ხის კართან. მოკიდა ხელი სახელურს, მოქაჩა, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა.
ერთმა ბერმა მისცა გასაღები. გააღო კარი და დახვდა უფრო დიდი ქვის კარი. კაცი მიხვდა, რომ ესეც დაკეტილი იქნებოდა და პირდაპირ გასაღები მოითხოვა. ბერებმა მისცეს სათანადო გასაღები.
გააღო კარი და იქ უფრო დიდი გიშრის კარი დახვდა. გამოართვა გასაღები, გააღო და – უფრო დიდი ძოწის კარი. გააღო ესეც და იქ დახვდა ბოლო კარი, რომელიც ალმასისგან იყო გაკეთებული. მისცეს ამის გასაღებიც და გააღო. შევიდა და გაოგნდა, დაინახა რა ამ ხმის წყარო.
მაგრამ მე ვერ გეტყვი რა ხმა იყო, რადგან შენ ბერი არ ხარ.

0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0