x
ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

image


ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის მუშაობას აუმჯობესებს და ამცირებს მიოკარდიის დაზიანებას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. კონექტიკუტის უნივესტეტის თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში კვებავდნენ ლაბორატორიულ ვირთხებს ბროკოლის ექსტრაქტით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი იკვლევდნენ ცხოველების გულის მუშაობას და მას ადარებდნენ საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა ანალოგიურ მაჩვენებელს. გაირკვა, რომ ბროკოლით გამოკვებილი ვირთხების გული უკეთ მუშაობდა და უფრო გამძლე იყო ინფაქტის განვითარების მიზეზის - ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) მიმართ.

მკვლევართა აზრით, ბროკოლის დამცველობითი ეფექტი აიხსნება ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ, თიორედოქსინის წარმოქმნის მასტიმულირებელი სულფორაფანის მაღალი შემცველობით. ეს ცილა დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაცვაში გულის კუნთის დარღვეული სისხლმომარაგების ფონზე.

ბროკოლის დამცველობითი ფუნქცია არ შემოირფაგლება მხოლოდ გულის დაავადებათა პროფილაქტიკით. უფრო ადრინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს კომბოსტო აქვეითებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მკვლევართა აზრით, მაქსიმალურ დამცველობით ეფექტს კომბოსტო ორთქლზე მომზადების შემთხვევაში ავლენს.

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0