შოუბიზნესი ვის გამო დაშორდა გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს? 2013, 30 იანვარი, 14:51 ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეპროექტის ”ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონის ყველაზე პოპულარულ წყვილად გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას წყვილი მიიჩნეოდა. ჭორები მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა ვარსკვლავი და მისი მეწყვილე, რომელიც ოფიციალურად გიგი გაჩეჩილაძის საცოლეა, უარყოფდნენ გავრცელებულ ხმებს. გიორგი ვარდოსანიძის პირად ცხოვრებაში მომხდარმა უეცარმა ცვლილებებმა (გიორგი შეყვარებულს დაშორდა) ახალი ჭორებისა და ვარაუდების საფუძველი მაინც გააჩინა. MusicBox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე თავისუფალია და ძველი ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულთან წარსულს ჩაბარდა. 452 5-ს მოსწონს 2-ს არა
|