ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი "ოლდ ტრაფორდი" 2013, 30 იანვარი, 13:15 ოლდ ტრაფორდი, ასევე ცნობილია როგორც „ოცნებების თეატრი“ . სტადიონი იტევს 76.212 მაყურებელს და უემბლის შემდეგ მეორე უდიდესი საფეხბურთო არენაა ინგლისში. მიღებული აქვს უეფას 5 ვარსკვლავიანი, ელიტური ნიშანი.ოლდ ტრაფორდი საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო სტადიონია 1910 წლიდან რადგან (გარდა 1941 – 1949 წლების პერიოდისა, როცა სტადიონი დანგრეული იყო მეორე მსოფლიო ომის დაბომბვების შედეგად – ამ პერიოდში კლუბი მანჩესტერ სიტის სტადიონ მეინ როუდზე თამაშობდა. სტადიონი გაფართოვდა 1990–იან – 2000–იან წლებში: მომავალში იგეგმება სტადიონის ტევადობის 90 ათასიამდე გაზრდა. რეკორდული დასწრება სტადიონზე დაფიქსირებულია 1939 წელს, როდესაც 76.962 მაყურებელმა უყურა ინგლისის თასის ნახევარფინალს ვულვერჰემპტონსა და გრიმსბი თაუნს შორის.ოლდ ტრაფორდი ხშირად გამოიყენებოდა როგორც ნეიტრალური მოედანი ინგლისის თასის ნახევარფინალებისთვის, ასევე მასპინძლობდა ინგლისის ნაკრების თამაშებს უემბლის ახალი სტადიონის მშენებლობის დროს. სტადიონზე ჩატარდა 1966 წლის მსოფლიო თასის და ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მატჩების ნაწილი, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2003 წელს. 38 3-ს მოსწონს
|