სხვა 18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება 2013, 30 იანვარი, 12:01 მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში
კოლუმბიელი მღვდელი მამა ფაბიო გაბაწრეს.
მამაო მილიციას არწმუნებდა, რომ რუსეთში მისიონერად ჩავიდა. რა მიისით ეწვია ფაბიო რუსეთს მალევე გაირკვა, როცა მღვდელს მუცელი ასტკივდა. მილიცა სწორედ ამან დააეჭვა და კოლუმბიელი სტუმრის მუცელი რენტგენით გაჩხრიკეს. კოკაინით სავსე 18 პრეზერვატივი მოყუჩებულიყო მისიონერის კუჭში. გაირკვა, რომ ნარკოკურიერ მამაოს პარიზი-მოსკოვის რეისზე დააგვიანდა და მომდევნოს გაჰყვა. კუჭი ტვირთისგან ადრევე უნდა გაენთავისუფლებინა, მაგრამ რაკი დააგვიანდა, მისი უმღვდელესობა შეუძლოდაც ამიტომ შეიქნა. აუხსნეს, რომ კუჭი უნდა ამოერეცხა, თორემ მოსკოვიდან მას მიქელ გაბრიელის რეისი წაიყვანდა იმ ქვეყნად. მამა ფაბიოს ჩანთაში აღმოაჩნდა ქაღალდები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იგი გახლავთ თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. მღვდლად ნაკურთხი 1995 წელს და კარიბის ზღვის რეგიონის ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი. კოლუმბიელი მისიონერი ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორშია დაბინავებული და ნარკოტიკის კონტრაბადისთვის 15 წლამდე პატიმრობა და გისოსებს მიღმა ცოდვების მონანიება ელის. 10560 26-ს მოსწონს 1-ს არა
|