x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“,ყველა დროის სიმბოლო და მოდის იდეალი
ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, ყველა დროის სიმბოლო და მოდის იდეალი ასე იცნობენ მას, image

, რომელმაც თავისი სახელი თავისივე დიადი სურვილებითა და შესაძლებლობებით უკვდავყო.მისი სახელი ასოცირდება ყველა იმ დადებით მახასიათებელთან, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენელს შეესაბამება.

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდა და მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.
მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

imageimageimageimageimageimage









0
37
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0