სხვა ტრადიცია---,,თვითმკვლელობა" 2013, 29 იანვარი, 20:25 ალბათ სათაური ცოტა გეუცნაურათ, მაგრამ ეს თქვენი ასეთი “ცოტაოდენი" გამაოგნებელი სახე დაგრჩებათ ისე, როგორიც იყო ამ სათაურის ამოკითხვისას. ჰარაკირი, სეკუკუ, კაპუკუ - ამ ტრადიციას მრავალი სახელი აქვს და დანიშნულება კი ერთი, თვითმკვლელობა. ჰარაკირი სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცლის გაფატვრას (ჰარა - მუცელი, კირი - გაჭრა), გადატანითი მნიშვნელობით "ჰარა" აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, ანუმ იმ ყველაფერს, რაც დასავლეთში გულთან ასოცირდება. თუმცა ამ სახელით დაცინვით მოიხსენიებენ უცხოელები. თვით იაპონელები კი მას სეკუკუს უწოდებენ. სეკუკუ სასჯელის დროს ინიშნებოდა. ამ დროს ამბობდნენ, რომ დამნაშავემ შეიგნო თავისი დანაშაული. ეს გამოიხატებოდა შემდეგი სიტყვებით: "ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუთარი ხელით ვისჯი თავს." სეკუკუს ხანდახან უდანაშაულო ადამიანიც იკეთებდა, რაც იმას ნიშნავდა:"უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ჩემი სული, რათა თავად განმსაჯოთ." 74 3-ს მოსწონს
|