x
image
ბუბუ007
სპორტსმენი,რომელმაც გამარჯვება ღირსეული ქმედებით დათმო

2012 წლის დეკემბერში ესპანეთში ჩატარდა შეჯიბრი დიდი საპრიზო image
ფონდით. ამ შეჯიბრში მონაწილეობდნენ უძლიერესი სპორტსმენები. ყველაზე საინტერესო რამ კი მოხდა ფინიშის ხაზთან. კენიელმა ალბერტ მუთაიმ (ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი), გაირბინა 300 მეტრი, 10 მეტრი აკლდა ფინიშის ხაზამდე, როცა უცებ გაჩერდა და გულშემატკივრებს და მაყურებელს მიესალამა. მან იფიქრა რომ ფინიშის ხაზი გადაკვეთა და გაიმარჯვა. მაყურებელი ამაოდ ცდილობდა ესპანურ ენაზე მისთვის ეთქვათ რომ ფინიშის ხაზი არ გადაუკვეთია. მეორე ადგილზე გასულ ესპანელ ივან ფერნანდეს ანაიასს შეეძლო ამ შემთხვევით ესარგებლა და აეღო პირველი ადგილი, მაგრამ ამის მაგივრად ის გაჩერდა. ყველა ანიშნებდა რომ ფინიშის ხაზი მას არ გადაუკვეთია და გაეგრძელებინა შეჯიბრი. მაგრამ ის საპირისპიროდ მოიქცა. შეჟიბრის ბოლოს ივანმა განაცხადა რომ მისთვის მთავარია ღირსების შენარჩუნება ვიდრე მედლის აღება: „მე ასე მოვიქცეოდი ნებისმიერ შემთხვევაში, ღირსების გრძნობა ყველაფერზე მაღლა დგას, რაც სამწუხაროდ დღეს არსად აღარ იგრძნობა."

3
71
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
71
  
2013, 29 იანვარი, 19:55
ხო მაგარი
2013, 29 იანვარი, 19:51
გეთანხმები!!!!!!!!!!!!!ასეთი ერთეულია ისე რა ბედო ქონია ამ კენიელს:::დ:დ;დდ
2013, 29 იანვარი, 19:50
ძალიან მაგარი ადამიანია და მერამდენეც არ უნდა მივიდეს ის პირველი იქნება მუდამ
0 1 3