კულტურა საცურაო კოსტიუმები მუსულმანებისთვის 2013, 29 იანვარი, 13:48
თათრეთის რესპუბლიკის მაღაზიებში გამოჩნდა სპეციალური საცურაო კოსტიუმები მუსულმანებისთვის, რომელშიც ქალებს უჩანთ მხოლოდ სახე, ხელის მტევნები და ფეხის ტერფები. ასეთი კოსტიუმები შედგება შარვლისგან, გრძელსახელოებიანი მაისურისგან, საყელოსა და ქუდისგან, რომელიც ყელს და თმებს უფარავთ. საცურაო კოსტიუმები შეკერილია სპეციალური წყალგაუმტარი ქსოვილისაგან, მასში თბილა ცივ წყალში და მალე შრება. ძირითადად ასეთ საცურაო კოსტიუმებს მუსულმანი ქალბატონები იყენებენ უცხოეთში, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის დროს. 1391 7-ს მოსწონს 2-ს არა |
Islam rules!!