სიახლეები ჭარბი წონის რისკის სამი მეოთხედი გენებით განისაზღვრება. 2013, 29 იანვარი, 12:59 ბავშვთა ჭარბი წონა, ძირითადად, განპირობებულია გენეტიკური განწყობით და არა ცხოვრების არასწორი წესით. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები ტყუპების ხუთი ათასი წყვილის გამოკვლევის შედეგად. ლონდონის საუნივესტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გაანალიზეს მასის ინდექსისა (სტანდატული სამედიცინო მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება სიმაღლისა და მასის შედარებით) და წლის გარშემოწერილობის მონაცემები ერთუჯრედიან და სხვადასხვაუჯრედიან ტყუპებში, რომელთა ასაკი რვიდან თერთმტ წლამდე მერყეობდა. ერთუჯრედიანი ტყუპები ერთნაირი გენების მატარებლები არიან, სხვადასხვაუჯრედიანები კი გენეტიკურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ერთნაირ პირობებში იზრდებიან (კვება, ფიზიკური დატვირთვა), ამიტომ ტყუპების გამოკვლევა ითვლება ოპტიმალურ საშუალებად ამა თუ იმ ნიშნის განვითარებაზე გენების და გარემოს გავლენის შესაფასებლად.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ განსხვავება სხეულის მასის ინდექსსა და წელის გარშემოწერილობაში 77%-ით გენებით განისაზღვრება. ამრიგად, გარემოს ფაქტორთა წილი მხოლოდ 23%-ია.
"ნუ დავადანაშაულებთ მშობლებს ბავშვის ზედმეტი წონის გამო - იგი მნიშვნელოვნად განპირობებულია გენეტიკული განწყობით, თუმცა მაღალი გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებრად ჭარბი წონა ექნება ", - აცხადებენ მეცნიერები.
კვლევის შედეგების კომენტარებში აღნიშნულია, რომ ჭარბი წონისადმი მიდრეკილი ბავშვების მშობლებმა კორექტივები უნდა
შეიტანონ კვების საკითხებში და გაზარდონ ბავშვის ფიზიკური დატვირთვა. ზედმეტი მასის მქონე ბავშვებს ზრდასულ ასაკში ხშირად აღენიშნებათ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რაც შაქრიანი დიაბეტის, გულსის-ხლძარღვთა დაავადებების და ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკფაქტორს წარმოადგენს, - გვაფთხილებენ სპეციალისტები. 30 3-ს მოსწონს
|