კალათბურთი ლებრონ ჯეიმსის ისტორია 2013, 28 იანვარი, 16:18 ლებრონ ჯეიმსს "King James", ამ სახელითაც ვიცნობთ. უმაღლესში სწავლისას უმამოდ გაზრდილი ლებრონი სამჯერ აღიარეს ოჰაიოს შტატის "მისტერ კალათბურთელად". NBA-ს ვარსკვლავის დედა, გლორია 16 წლის იყო ლებრონი რომ შეეძინა. ბავშვის მამა ენტონი მაქელენდი ყოფილი პატიმარი იყო და მან დაბადებისთანავე მიატოვა შვილი. ლებრონის ბავშობამ საცხოვრებელი ადგილის ხშირად ცვლაში ჩაიარა, რაც მას სწავლაშიც და მეგობრების შეძენაშიც ხელს უშლიდა. ერთმა ფეხბურთის მწვრთნელმა ლებრონი თავის სახლში შეიკედლა და ამით დასრულდა მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ლებრონი მწვრთნელის შვილს, ფრენკი უოკერს დაუმეგობრდა. მან კალათბურთით გატაცებული კიდევ ოთხი ბიჭი გააცნო და ყველამ ერთად სასკოლო გუნდი ჩამოაყალიბა. მე-8 კლასში ლებრონი უკვე 185სმ იყო სიმაღლეში, ანუ თანატოლებთან შედარებით ძალიან მაღალი იყო. მას ხუთივე პოზიციაში შეეძლო თამაში და მწვრთნელის თქმით, კალათბურთელის მე-6 გრძნობა ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ ლებრონ ჯეიმსის გუნდი მერვე კლასელების ნაციონალური ჩემპიონატის ფინალში გადავიდა. მაშინ უკვე აშკარა იყო, რომ ლებრონ ჯეიმსი მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა. ლებრონი ნამდვილ ვარსკვლავად გუნდ Akron-ში იქცა, საიდანაც NBA-ში მოხვდა. თანდათან იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი მონაწილეობით მატჩებს იუნიორთა ჩემპიონატებში ტელევიზიით გადასცემდნენ. ერთხელ, სკოლის დარბაზში ვარჯიშის დროს ლებრონმა მორიგი ლემ-დანკის (ფარზე დაკიდებით ჩაგდება) შესრულებისას, კალათის რგოლი გატეხა. სკოლის დირექტორი მიხვდა, რომ ლებრონ ჯეიმსის მიერ გატეხილი რგოლი უზარმაზარ თანხად გაიყიდებოდა და მისკენ გაქანდა. იგივე აზრი მოუვიდა ლებრონის მამინაცვალსაც. ის დარბაზის მეორე მხრიდან გაიქცა რგოლისკენ. დირექტორი და ლებრონის მამინცვალი დიდხანს ჭიდაობდნენ და საბოლოოდ დირექტორმა ლებრონის მიერ ექვს ხელმოწერილ ბურთში გაუცვალა გატეხილი რგოლი მამინაცვალს. მე პირადად ძალიან მიყვარს ლებრონი. 404 7-ს მოსწონს
|