სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები შეყვარებულებიც არიან. მათი რომანი დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გიგი და სალომე 4 წლის მანძილზე ერთად ცეკვავდნენ. ![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371412.jpg)
მოულოდნელად გიგიმ სალომეს პარტნიორობაზე უარი უთხრა, გადაწყვიტა, რომ ტურნეებში მონაწილეობის მიღება აღარ უნდოდა. სალომემ კი პარტნიორი შეიცვალა. "მე და გიგი რამდენჯერმე გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ აღარ ეცეკვა კონკურსებზე. ყოველთვის ძალიან ნერვიულობდა. მე, პირიქით, მიხარია ტურნირზე წასვლა. რაც უფრო ბევრ და კარგ წყვილს ვხედავ, უფრო მაგრად მინდა, რომ კარგად ვიცეკვო. გიგის აზრს აღარ შევეწინააღმდეგე. უფრო სწორად, რაღაც მომენტში შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ რადგან გადაწყვიტა, აზრი აღარ ჰქონდა ჩემს მცდელობას"-ამბობს სალომე. ![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371453.jpg)
წყვილი დაქორწინებას ჯერ არ აპირებს. ისინი წინასწარ არაფერს გეგმავენ, ერთად თავს კარგად გრძნობენ, შესაძლოა უცებ მოუნდეთ დაქორწინება, ან სულაც წლების შემდეგ იქორწინონ. გიგი ეჭვიანია, სალომე კი ცდილობს ამის საბაბი არ მისცეს. ისინი ოჯახებით მეგობრობენ და მათ ურთიერთობას ხელს არავინ უშლის. წყვილი მთელ დროს დარბაზში ატარებს, მთლიანად ცეკვაში არიან ჩართულნი. სალომე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუ ჟიურის წევრობას შესთავაზებენ ის გოჩა ჩერტკოევზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება.
ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... ![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371472.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371483.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371493.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371505.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371519.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371534.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371669.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371680.jpg)
![რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე
ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი? image](/uploads/article_images/small/204681359371701.jpg)