x
image
spyker1990
ელტონ ჯონი და მადონა ერთმანეთის შეურაცხყოფას არ ერიდებიან.

imageელტონ ჯონმა მადონას გახრწნილი სტრიპტიზიორი უწოდა,

რომილის კარიერაც უფსკრულიკენ მიექანება.


ელტონმა მადონას შესახებ ავსტრალიურ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მომღერალი გაბრაზებულია კიდევ იმ ფაქტის გამო, რომ პოპ–დივა ხშირად აყენებს შეურაცხყოფას მის მეგობარს, ლედი გაგას, რომელიც ელტონის ვაჟის, ზახარის ნათლიაა.
მადონამ არაერთხელ გააჟღერა არასასიამოვნო განცხადებები გაგას მისამართით მისი ჰიტის Born This Way–ის გამო, რომელსაც მადონას 1989 წელს ჩაწერილ სინგლს Express Yourself–ს ადარებენ.
ცოტა ხნის წინ მადონამ განაცხადა: „გავიფიქრე „არაჩვეულებრივი გზაა ჩემი სიმღერის გადასაკეთებლად“, აკორდები ამოვიცანი. ვიფიქრე, რომ ეს... საინტერესოა“.
თუმცა, ელტონს მტკიცედ სჯერა, რომ ვარსკვლავს სხვების გაკრიტიკების უფლება არ აქვს, ვინაიდან მიმზიდველი არტისტი აღარ არის:
„კოშმარულ სიზმარს ჰგავს. მაპატიეთ, მაგრამ მისი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მისი ტურნე ერთი დიდი კატასტროფაა“.
განაწყენებულმა ელტონმა განაგრძო: „თუ მადონას საღი აზრი შერჩა, Ray Of Light–ის ტიპის ალბომს ჩაწერდა. თავს აარიდებს ყოველგვარ ცეკვას და იქნება შესანიშნავი პოპ–შემსრულებელი.“
„გახრწნილ სტრიპტიზიორს ჰგავს. გაგას საშინლად მოექცა.“
შეგახსენებთ, ელტონსა და მადონას შორის დაძაბულობა წლების განმავლობაში გრძელდება.
ელტონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის განაწყენება გამოიწვია იმანაც, რომ იანვარში მადონამ „ოქროს გლობუსი“ მიიღო საუკეთესო საუნდტრეკისათვის.
ჟიურის რჩეული Masterpiece გახდა, რომელიც მადონას პირველ ფილმში „ჩვენ გვჯერა სიყვარულის“ ჟღერს. „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ელტონისა და გაგას დუეტი Hello Hello „რომეო და ჯულიეტადან“.
განაწყენებულმა დევიდმა Twitter–ზე დაწერა „მადონა. საუკეთესო სიმღერა? წადით თქვენი!!



0
428
1-ს მოსწონს
ავტორი:spyker1990
spyker1990
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0