x
image
K.P.
სენსაცია: ქალმა "skype"-ით იმშობიარა

imageპირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ექიმებმა მშობიარობა "Skype"-ს ვიდეოკავშირით მიიღეს. 24 წლის ოქსანა მანტეროლა, რომელიც მექსიკის ქალაქ ლეონში ცხოვრობს, ორსულობის მერვე თვეში იყო და ქმართან ერთად ქალაქგარეთ მდებარე სახლში ისვენებდა, როცა მოულოდნელად, ძლიერი ტკივილები დაეწყო და წინასამშობიარო წყლებიც დაღვარა.უახლოესი ჰოსპიტალი ორი საათის სავალზე იყო. ცხადია ქმარმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, სანამ ბრიგადა გზაში იყო, ექიმებმა წყვილს "Skype"-ს ჩართვა და მშობიარობის ამ გზით მიღება შესთავაზეს.image ასე რომ, მამაკაცი თვითონ ღებულობდა მონაწილეობას მშობიარობის პროცესში და თან პარალელურად Skype-ს მეშვეობით ექიმთა კონსულტაციებს ყურადღებით ისმენდა. როდესაც სასწრაფო დახმარება მოვიდა ოქსანას მშობიარობა უკვე ჩავლილი იყო. ქალმა ბიჭი გააჩინა. ბავშვი თავს შესანიშნავად გრძნობს. ის 3, 2 კილოგრამს იწონის. imageმშობლების სურვილის გამო, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მშობლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ რას დაარქმევენ პატარას. საოცარია, მაგრამ მომხდარი ფაქტის გამო, სულაც არ გამორიცხავენ, რომ მას skype დაარქვან. ეს შემთხვევა აშკარად ცხადყოფს, თუ რამდენად სასარგებლოა ინტერნეტი. მეტიც, სადაც საავადმყოფო არ არის, იქ ინტერნეტია. რომელი უფრო საჭიროა ეს თქვენ განსაზღვრეთ. ნეტავ წყვილმა მშობიარობის ხარჯებიც გადაიხადა? ვუსურვოთ მათ წარმატებები, პატარას კი ჯანმრთელობა... imageimageimage

0
490
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0